პოლიციამ რუსთავში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტები გახსნა
15-12-2018, 15:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული ე.რ., 2001 წელს დაბადებული ე.გ. და 1997 წელს დაბადებული რ.ი. დააკავეს.

 

 

„დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ე.რ.-მ და ე.გ.-მ რუსთავში მოქალაქეს საცხოვრებელი სახლიდან მობილური ტელეფონი, ფული, ასევე სამკაულები გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ნაყაჩაღარი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

 

 

ქვემო ქართლში სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს რ.ი.-ც, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად, რუსთავში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 9 500 აშშ დოლარი გასტაცა. პოლიციამ დაკავებულის თანამზრახველების ვინაობა ოპერატიულად დაადგინა და მათ დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

 

 

გამოძიება ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს", ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი