საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად მაღალი რანგის სტუმრებმა ჩამოსვლა დაიწყეს.
ცოტა ხნის წინ საქართველოს ეწვია ლიეტუვის სეიმის სპიკერი ვიქტორას პრანკიეტისი. ლიეტუველ სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი დახვდა, რა დროსაც გაიმართა მათი ხანმოკლე საუბარი.
საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ლიეტუვის სეიმის სპიკერს ინაუგურაციაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოსვლისთვის. მხარეებმა მოკლედ მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები და გამოხატეს მზადყოფნა შემდგომი თანამშრომლობისთვის.
ლიეტუვის სეიმის სპიკერი თელავში ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.
ვიქტორას პრანკიეტისი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აქტიური მხარდამჭერია. სწორედ მისი სპიკერობის პერიოდში გახდა ლიეტუვა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომლის პარლამენტმაც მიიღო ოთხოზორია-ტატუნაშვილის რეზოლუცია. აღსანიშნავია, რომ ვიქტორას პრანკიეტისის თაოსნობით ლიეტუვამ მიიღო დადგენილება, ლიეტუვურ ენაში ოფიციალურად დამკვიდრებულიყო საქართველოს აუთენტურ დასახელებაზე დაფუძნებული სახელწოდება. ამრიგად, ლიეტუვა გახდა პირველი სახელმწიფო, რომელიც საქართველოს ქართულ ენაში დამკვიდრებულ სახელწოდებას უწოდებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.