გაერთიანებული ოპოზიცია თბილისში, გმირთა მემორიალთან აქციას მართავს. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი აპროტესტებენ არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას, რომელიც ხვალ, 16 დეკემბერს თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში გაიმართება.
ოპოზიცია არჩეულ პრეზიდენტს გმირთა მემორიალთან მისვლის გამოც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ინაუგურაციის ფარგლებში ზურაბიშვილს რომ არ ჰქონოდა შესაძლებლობა გმირთა მემორიალთან მისვლის, ისინი ღამის გათენებას გეგმავდნენ, თუმცა არჩეული პრეზიდენტი გმირთა მემორიალთან ფარულად დღეს მივიდა.
„დღეს ვნახეთ წარმოუდგენელი რამ - ქალბატონი, რომელიც პრეზიდენტად დანიშნა ბიძინა ივანიშვილმა, ფაქტობრივად, მოიპარა გმირების მემორიალზე, ჩუმად, მალულად, დღეს მოვიდა აქ და ინაუგურაციის ფარგლებს გარეთ მოაწყო სხვა ღონისძიება, რომელსაც, ალბათ, რომ არ გადაგვეღო ვიდეოკადრები, ხვალ გვაჩვენებდნენ ისე, როგორც გუშინდელ ფაქტს.
შესაბამისად, დღეს ჩვენ ეს აქცია მაინც ჩავატარეთ იმის ნიშნად, რომ ინაუგურაციის ფარგლებში ეს ქალბატონი მემორიალთან ვერ მოვა და ვერ შეძლებს გმირი ბიჭების კიდევ ერთხელ შეურაცხყოფას", განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.