სააკაშვილი ივანიშვილს ემუქრება - „მე პირადად, მიხეილ სააკაშვილი, არ შევარჩენ ასეთ დაყაჩაღებას ჩემი ხალხის, საქართველოს დაუძინებელ მტერს ივანიშვილს და მის დამქაშებს“
16-12-2018, 10:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მე პირადად, მიხეილ სააკაშვილი, არ შევარჩენ ასეთ დაყაჩაღებას ჩემი ხალხის, საქართველოს დაუძინებელ მტერს ივანიშვილს და მის დამქაშებს“, წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ „რუსთავი“-ის შაბათის კურიერში გასული სიუჟეტის კომენტირებისას, სადაც ვიდეომასალაში ჩანს, რომ საარჩევნო ურნებში ბიულეტენები ჩაყარეს.

 

 

„მათ ეშინიათ ჩემი და განსაკუთრებით ხალხის ქუჩაში გამოსვლის. ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც საქმე გვაქვს ოლიგარქატთან, რომელმაც მიიტაცა ქართული სახელმწიფო და რომელიც ანადგურებს საქართველოს იდეას“, აღნიშნული განცხადება კი სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას გააკეთა და აღნიშნა, რომ „ეს ე.წ. პრეზიდენტი ვერასოდეს ვერ იქნება ლეგიტიმური იმიტომ, რომ თავიდან ბოლომდე ეს არის ქართველი ხალხის მოპარული ხმებით გაყვანილი“.   

 

 

„მოდით, დავამტკიცოთ, დღეს, ხვალ, ზეგ, ამ კვირეებში, რომ ჩვენ ზუსტად ისევე შეგვიძლია დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა, როგორც ეს ქნა სომხეთის ხალხმა, როგორც ეს ქნა საქართველომ 2003-ში და არაერთხელ თავისი ისტორიის განმავლობაში, როგორც ეს ქნა ყველა ცივილიზებულმა ევროპულმა ერმა. ევროპაში, 21-ე საუკუნეში, არავინ არჩევნებს აღარ იპარავს და გვაჩვენეს კიდევაც სამარცხვინო სტუმრების სიით, რომ, ყველამ თქვა, რომ არჩევნები მოპარულია ხალხო“, აცხადებს სააკაშვილი მხარდამჭერებისადმი მიმართვისას.

 


„რუსთავი 2“-ის ცნობით, საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული კამერები კომისიის წევრების ნაწილს გამორთული ეგონა, რადგან კამერის უკან არავინ იდგა, თუმცა, ის მუდმივად ჩართული იყო და ყველაფერს უწყვეტ რეჟიმში იწერდა.

 


„რუსთავი 2“-ი ირწმუნება, რომ დმანისის 44-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები, რომლებიც ხალხის რეგისტრაციას ახდენდნენ, სიებში ამომრჩევლის ნაცვლად აწერდნენ ხელს და ბიულეტენში 48-ს ხაზავდნენ. მათ ეს ბიულეტენები მაგიდაზე მოაგროვეს. შემდეგ კი შეშის ღუმლიდან, რომლითაც უბანზე თბებოდნენ, ოთახში კვამლი დადგა. კომისიის წევრებს თვალები აეწვათ და სუფთა ჰაერზე გავიდნენ, ამ დროს კი ორმა ქალბატონმა საარჩევნო ურნაში ბიულეტენები ჩაყარა.

 


„ყველაფერზე უნდა წავიდეთ“ - ამის შესახებ ქართული ოცნების დამკვირვებელმა განაცხადა. ის უბანზე დამონტაჟებულმა კამერამ მაშინ ჩაწერა, როდესაც კომისიის გამოცდილი წევრი, ახალბედა გოგონას დახმარებით, ბოლნისის ერთ-ერთ უბანზე არჩევნებს აყალბებდა.

 


ერთ-ერთმა კომისიის წევრმა განაცხადა, რომ სპეცოპერაციაზე სახელად "არჩევნების გაყალბება" წელს ყველა რეკორდი მოიხსნა.

 


რუსთავი 2-ის ცნობითვე, დმანისის 24-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ ბიულეტენი საარჩევნო ყუთში ჩააგდო ერთხელ, ცოტა ხანში მეორედ, მესამედ, მეოთხედ კი დახმარება კოლეგას სთხოვა და ისიც კამერას აეფარა. ასეთ ვითარებაში კომისიის თავმჯდომარემ იგივე ქმედება რამდენჯერმე გაიმეორა.

 


ტელეკომპანიის ინფორმაციით, სხვადასხვა სახის დარღვევები იყო ბოლნისის, ასევე სენაკის მე-4 და, სენაკის მე-14 საარჩევნო უბანზეც. 

 

კომენტარები: 2
#2   თორნიკე
      
არ შეარჩინო. ჩამოდი ზებრა
16 დეკემბერი 2018 15:45
#1   დიანა
      
აბა რაა ბნედიანო,მარტო შენ და შენს შპანას ეპატიება ქართველების დაყაჩაღება,გაძარცვა,ციხეების გადატენა, უდანაშაულო ადამიანების ქუჩებში ჩახოცვა,ქართული მიწენის გაყიდვა არა შე სატანავ?!
დაიკარგე აქედან შე სომხის დამპალი თესლის ნასხლეტო!
16 დეკემბერი 2018 00:32
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი