მიხეილ სააკაშვილი: „არაფერზე უკან არ დავიხევ... მათ ეშინიათ ჩემი და განსაკუთრებით ხალხის ქუჩაში გამოსვლის... საქართველოს გადარჩენის საქმეში მე არანაირი მუხრუჭები არა მაქვს“
16-12-2018, 10:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„თუ რამეში მონაწილეობის მიღება შემიძლია და რა თქმა უნდა, მე მონაწილეობის მიღებაც შემიძლია, არაფერზე უკან არ დავიხევ, ერთი წუთით ეჭვი არ შეგეპაროთ. საქართველოს გადარჩენის საქმეში მე არანაირი მუხრუჭები არა მაქვს“, ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას თავის მხარდამჭერებს და მოუწოდა მათ, რომ სომხეთის 2018 წლის ხავერდოვანი რევოლუციის და ასევე 2003 წლის ვარდების რევოლუციის მსგავსად გასცენ პასუხი ივანიშვილის ოლიგარქიულ ხელისუფლებას, რომელმაც, „მოიპარა არაჩევნები“, „მიიტაცა ქართული სახელმწიფო და რომელიც ანადგურებს საქართველოს იდეას“.

 


„მათ ეშინიათ ჩემი და განსაკუთრებით ხალხის ქუჩაში გამოსვლის. ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც საქმე გვაქვს ოლიგარქატთან, რომელმაც მიიტაცა ქართული სახელმწიფო და რომელიც ანადგურებს საქართველოს იდეას.თქვენ ნახეთ, როგორ გააბანძეს საქართველო. შეხედეთ, ეს სამარცხვინო სია, მართლაც სამარცხვინო სია ე.წ. ინაუგურაციაზე ე.წ. პრეზიდენტების ჩამომსვლელების. ნუთუ ეს სია არაფერს არ გვეუბნება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირველ ჩემს ინაუგურაციაზე გამოაგზავნა სახელმწიფი მდივანი, ადმინისტრაციის მთავარი პირი და მეორე ინაუგურაციაზე ადმინისტრაციის რანგით მეორე თუ მესამე მინისტრი, ვაჭრობის მინისტრი, ძალიან მნიშვნელოვანი მინისტრი ამერიკაში, და ამაზე ბუშთან უკმაყოფილება რომ გამოვთქვი, მერე ბუშმა ეგრევე მიმიწვია თეთრ სახლში და ოფიციალური სადილი გამიმართა და ა.შ. და ახლა გამოაგზავნეს ამერიკის განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორიც კი არა, თავისთავად ეს მეათეხარისხოვანი რაღაცა სააგენტო, წარმომადგენელი. ჩვენ გაგვაბანძეს ბოლომდე. ამიტომ ახლა სიტუაცია არის ასეთი. ჩვენ არ ველოდებით არანაირ პარტიულ ლიდერებს, ჩვენ არ ველოდებით ვიღაცის მითითებს და ა.შ. ყველგან უნდა შეიკრიბოს ჯგუფები - 5-კაციანი, 10-კაციანი, 15-კაციანი, გავაკეთოთ ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინია ივანიშვილს - ყველა უსამართლობაზე რეაგირება...

 


„წარმოიდგინეთ, რა მათხოვრები არიან მართლა, რომ, გამოაცხადეს, გაუქმებულია ღონისძიებებიო, მერე პარტიზანულად მიაპარეს ეს თოჯინა, მერე აიყვანეს ზვიად გამსახურდიას საფლავთან - ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება ლანძღავდა ზვიად გამსახურდიას და მოუწოდებდა მისი დამხობისკენ და ამართლებდა მის სამხედრო გადატრიალებას საქართველოში, ეს ხომ ყველაფერი, სუფთა რუსული ჰიბრიდული ოპერაცია არის გათვლილი იმაზე, რომ ქართველი ხალხი ნებისმიერ რაღაცას გადაყლაპავს და ჭამს... ამ სიტუაციაში წინააღმდეგობა უსამართლობის მიმართ ხდება ჩვენი პატრიოტული ვალი. საქართველო არის გადასარჩენი, არა სააკაშვილისთვის, არა ვაშაძისთის, არა პოლიტიკოსებისთვის, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის.

 


„ეს ე.წ. პრეზიდენტი ვერასოდეს ვერ იქნება ლეგიტიმური იმიტომ, რომ თავიდან ბოლომდე ეს არის ქართველი ხალხის მოპარული ხმებით გაყვანილი, ეს არის ქურდი, ქურდის ქურდი. უფრო სწორად, მთავარი ქურდი არის ივანიშვილი, იმას ჰყავს თავისი მაყურებელი, რა თქმა უნდა მოსკოვიდან, თუ ის არის იმის მაყურებელი და ეს არის ამის ჩვეულებრივი გაგრძელება ქურდული.

 


„მოდით, დავამტკიცოთ, დღეს, ხვალ, ზეგ, ამ კვირეებში, რომ ჩვენ ზუსტად ისევე შეგვიძლია დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა, როგორც ეს ქნა სომხეთის ხალხმა, როგორც ეს ქნა საქართველომ 2003-ში და არაერთხელ თავისი ისტორიის განმავლობაში, როგორც ეს ქნა ყველა ცივილიზებულმა ევროპულმა ერმა. ევროპაში, 21-ე საუკუნეში, არავინ არჩევნებს აღარ იპარავს და გვაჩვენეს კიდევაც სამარცხვინო სტუმრების სიით, ყველამ თქვა, რომ არჩევნები მოპარაულია ხალხო.

 


„მე ვარ კავშირზე, ხაზზე. სიამოვნებით მივიღებ თქვენგან რჩევებსაც და რეკომენდაციებსაც, იცოდეთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მომენტშიაც, და თუ რამეში მონაწილეობის მიღება შემიძლია და რა თქმა უნდა მე მონაწილეობის მიღებაც შემიძლია, არაფერზე უკან არ დავიხევ, ერთი წუთით ეჭვი არ შეგეპაროთ. საქართველოს გადარჩენის საქმეში მე არანაირი მუხრუჭები არა მაქვს და იმედია, თქვენც ასე ხართ განწყობილი. აბა თქვენ იცით“, ასე ასრულებს სააკაშვილი „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში თავის მიმართვას მხარდამჭერებისადმი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი