„ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან ალიანსში მყოფი პოლიტიკური ძალების კოლონები თელავისკენ მიემართებიან
16-12-2018, 11:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას თელავში გააპროტესტებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან ალიანსში მყოფი სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, რომელთა კოლონებიც უკვე დაიძრა თელავის მიმართულებით. ვიდეოკადრებს "რუსთავი 2" ავრცელებს. 

 


გაერთიანებული ოპოზიცია თელავის ცენტრში მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვას 13:00 საათზე გეგმავს. ოპოზიცია აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ძალადობის, მოსყიდვისა და შანტაჟის ფონზე მიმდინარეობდა, ამიტომ ამ პროცესებს რეაგირების გარეშე ვერ დატოვებენ.

 


თელავის მერიამ გაერთიანებულ ოპოზიციას ქალაქი ცენტრში, ერეკლე მეორეს ძეგლთან აქციის გამართვის ნებართვა არ მისცა და ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზა. თუმცა, ოპოზიცია გეგმავს, რომ აქცია სწორედ თელავის ცენტრში გამართოს.

 


საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გაგრძელდება. პროტოკოლის თანახმად, ერეკლეს სასახლეში ჯერ მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შევა, შემდეგ კი არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც უკვე თელავში იმყოფება.

 


პრეზიდენტის მიერ ბიბლიასა და ახალ კონსტიტუციაზე ფიცის დადების შემდეგ კი ძალაში საქართველოს ახალი კონსტიტუცია შევა.

 


თელავში, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი