თელავისკენ მიმავალ გზაზე „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან ალიანსში მყოფი პოლიტიკური ძალების წარმომადგენელებს სამართლადამცევლებმა გზა ავტობუსებით ჩუმლაყთან გადაუკეტეს და გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.
ადგილზე ვითარება დაძაბულია, რადგან ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ ავტობუსების გზის სავალი ნაწილიდან გადაყვანას. სამგზავრო ავტობუსებს, რომელში პოლიციის ძალები იმყოფებიან, საპატრულო პოლიციის წარმოამდგენელბი იცავენ.
პოლიცია ოპოზიციის აქტივისტებს ურჩევს, რომ გზა ფეხით განაგრძონ ან კოლონებით სვლა ყვარლის მიმართულებით განაგრძონ და იქიდან ჩავიდნენ თელავში.
ადგილზე იმყოფებიან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები, გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელია და სხვები.
ნიკა მელიასა და საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანს, საპატრულო პოლიციის უფროსს, თეიმურაზ კუპატაძეს შორის ცოტა ხნის წინ ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი.

„უნამუსო, კორუმპირებულო“ - ამ სიტყვებით მიმართა მელიამ პოლიციის მაღალჩინოსანს.
„დღეს ხელისუფლებამ მთლიანად ჩამოიხსნა ნიღაბი, შეშინებული ლაჩარი ხელისუფლება გვყავს ჩვენ“, განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.