„ჯერ სახელმწიფო წაგვართვეს, ახლა გვართმევენ გადაადგილების საშუალებას“, განაცხადა რამდენიმე წუთის წინ გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ სოფელ ჩუმლაყთან, სადაც ოპოზიიის კოლონებს თელავისკენ მიმავალი გზა პოლიცამ გადაუკეტა და გადაადგილების საშუალებას არ აძლევს.
„ეს ის პოლიციაა, ჩვენ რომ გავაკეთეთ? ეს არის შევარდნაძის პოლიცია, შესაბამისი სიფათები აქვთ და შესაბამისი უფროსები ჰყავთ. რომ ჰკითხო, რატომ არ გვიშვებენ თელავში, ვერ გიპასუხებენ. უსაფრთხოებაო, ვისი უსაფრთხოება? სალომე ზურაბიშვილის? ვის რად უნდა სალომე ზურაბიშვილი, ან დაცვა რად უნდა, გამოვიდეს ქუჩაში წყნარად ივლის საქართველოა, რა პრობლემაა. სამწუხაროდ სამარცხვინო დროში ვცხოვრობთ. წინ გადაკეტილი გვაქვს, უკან გადაკეტილი გვაქვს, არ ვიცი რას ვაპირებთ, ვიჭიდავებთ ცოტას და მერე არ ვიცი”, გრიგოლ ვაშაძემ და დაამატა: „ფეხით წავალთ, ფეხით... უსაფრთხოების ზონააო გვეუბნება [საპატრულო პოლიციის უფროსი]. რა უსაფრთხოების ზონაა“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.