რუსული საჯარისო დანაყოფის წარმომადგენლების მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დამონტაჟებასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა და ამ ფაქტს პროვოკაციული ქმედება უწოდა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ საკითხი მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს.
"საჭირო არ არის ზედმეტი პანიკა, მთავრობამ იცის რა უნდა გააკეთოს, მთავრობამ იცოდა რას აკეთებდა. ჩვენ მიზანმიმართულად, თანმიმდევრულად მივყვებით ჩვენს გზას. ჩვენ მშვიდად, მაგრამ პრინციპულად და მტკიცედ უნდა გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო ბერკეტი. ის ფაქტი, რომ ეს ტერიტორია მოქცეული იყო ოკუპანტების კონტროლის ქვეშ და არ იყო ჩვენი კონტროლის ქვეშ, ეს მე მგონი ყველასთვის ცნობილია. ბანერების დადგმა შეიძლება შეფასდეს როგორც პროვოკაცია და აბსოლუტურად გაუმართლებელი, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ჩვენ განვაცხადეთ და 3 წლის განმავლობაში ჩვენი ქმედებით დავამტკიცეთ, რომ ნამდვილად გვსურს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება", განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის განცხადებითვე, ამ ეტაპზე რუსეთთან დიალოგის ფორმატის გადახედვა ან გაფართოება არ იგეგმება.
"ამ ეტაპზე არ იგეგმება არავითარი ფორმატის გაფართოება. ის ფორმატი, რაც ჩვენ გვაქვს, დარჩება. მეორე ფორმატი არის ჟენევის დისკუსიები. ასე, რომ არ ვაპირებთ ამ ეტაპზე რაიმე ფორმატის გადახედვას ან გაფართოებას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.