„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავტოვოთ ავტომანქანები და ფეხით წავიდეთ თელავში, მაგრამ ფეხით გადაადგილებასაც გვიკრძალავენ. ეს არ არის სახელმწიფო, ჯუნგლების წესებით თამაშობს ბიძინა ივანიშვილი“, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სოფელ მუკუზანის მიმდებარედ, სადაც თელავისკენ საპროტესტოდ მიმავალი ოპოზიციის კოლონა პოლიციამ შეაჩერა, გზა ავტობუსებით გადაკეტა და მათ თელავამდე გადაადილება ყვარლის გავლით ან ფეხით შესთავაზა.
ცოტა ხნის წინ კი საპატრულო პოლიციის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ, რომელიც მოვლენების ეპიცენტრში იმყოფება, „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ ისინი საშუალებას მისცემენ ოპოზიციას თელავამდე გზა ფეხით განაგრძონ.
კუპატაძემ ასევე თქვა, რომ ისინი ოპოზიციის წევრებს სთავაზობდნენ ყვარლის გავლით შესულიყვნენ თელავში, რაზეც მისი თქმით, ოპოზიციამ უარი განაცხადა.
„როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილი ითხოვს პანღურს და იგი ამ პანღურს მიიღებს“, ეს განცხადება კი მურმან დუმბაძემ გააკეთა. მისი თქმით, ამ პროტესტის შეჩერება შეუძლებელია და გამოსავალი მხოლოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.