სალომე ზურაბიშვილი: „დღეიდან კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო ყველას პრეზიდენტი, ყველა საქართველოს მოქალაქის პრეზიდენტი“
16-12-2018, 15:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დღეიდან კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო ყველას პრეზიდენტი, ყველა საქართველოს მოქალაქის პრეზიდენტი“, განაცხადა საქართველოს ინაუგურაციის ცერემონიაზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფიცის დადების შემდეგ.

 

 

„დღეს როგორც მრავალჯერ, თავის ისტორიის განმავლობაში საქართველო ისევე გზაჯვარედინზეა, კიდევ ერთხელ ვდგავართ დიდი გამოწვევის წინაშე. აქ თელავში კარგად ჩანს ჩვენი განვლილი გზა, ბრძოლებით, გამოწვევებით, წარმატებებით. ეს ადგილი ქართველი ერისთვის ისტორიული მეხსიერების ბარათია. მეფე ერეკლე ქვეყნის განვითარებისთვის, ერთიანობისთვის იბრძოდა, თანამედროვე ჯარი შეექმნა და არაერთ ბრძოლაში გაიმარჯვა. აქ თელავში დაიმსხვრა მეფე ერეკლეს გეგმები, რომელიც თანამედროვე სახელმწიფოს შექმნას უკავშირდებოდა, ახალი სტანდარტების დამკვიდრებას, ქვეყნის ევროპულ გზაზე დაყენებას. აქ შეჩერდა ჩვენი ქვეყნის განვითარება. საქართველოს ჩაუკეტეს გზა დამოუკიდებელი, ერთიანი ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ. ეს ბვევრმა მიზეზმა განაპირობა, მათ შორის მტრის განზრახვამ, თუმცა დამოუკიდებლობის აღდგენით დავუბრუნდით ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას. დღეს ჩვენ წინ ისევ გადამწყვეტი ეტაპია.

 


„თელავიდან კარგად ჩანს გასავლელი გზა, ქვეყნის გაერთიანებამ საზოგადოების დამშვიდება, გაძლიერება და ევროპაში ჩვენი ადგილის დამკვიდრება. ეს არის ჩემი უმთავრესი მიზანი. ჩვენ წლები დავკარგეთ პოლიტიკურ დაპირისპირებაში, მე პირელ რიგში თავად მივცემ მაგალითს ჩემს თანამოქალაქეებს, რომე საქართველოს გაერთიანებისა და გამთლიანებისთვის ეროვნული თანხმობა არის არსებითად მნიშვნელოვანი. მე გადავწყვიტე დღეს აქ ჩამოვსულიყავი, აქ დამედო ფიცი. მადლიერი ვარ მათი, ვინც ხმა მომცა არჩევნებზე, მადლიერი ვარ ქართული ოცნების, რომელმაც როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს მხარიდ ა მიჭირა და ამით დემოკრატიული ნაბიჯი გადადგა, პატივს ვცემ მათ, ვინც ხმა არ მომცდა. ისიც ვიცი, რომ სხვადასხვა პარტიას განსხვავებული პოზიცია აქვს, თუნდაც ჩემი პრეზიდენტად აღიარებასთან დაკავშირებით. დღეიდან კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო ყველას პრეზიდენტი, ყველა საქართველოს მოქალაქის პრეზიდენტი. ვიქნები კანონი უზენაესობის გარანტი, ვიზრუნებ იმისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოება გავაძლიეროთ, ავამაღლოთ პოლიტიკური კულტურა“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 


მან თქვა, რომ საქართველომ უნდა გააძლიეროს თავისი როლი კავკასიაში. რუსეთა უნდა გააცნობიეროს, რომ თუ მას სურს საერთსაორისო თანამეგობრობის სრულფასოვან წევრად ყოფნა მან უნდა დაამტკიცოს სიტყვიერადაც და ფაქტობრივადაც უნდა დაიცვას საერთაშორიოსო სამართლის ნორმები.

 


„მე დავბრუნდი იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის მჯეროდა და მჯერა“, განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი