„ქართველმა ხალხმა უნდა თქვას თავისი სიტყვა, ივანიშვილმა უნდა დათმოს საქართველოში ხელისუფლება. ეს არ იწვევს არანაირ ეჭვს. ამ ბრძოლაში მე ვარ თქვენთან ერთად ბოლომდე და ვდგავარ თქვენთან ერთად ბოლომდე. ახლა საჭიროა ჩვენი მობილიზება იმისათვის, რომ მათ შორის მე მქონდეს საშუალება ბოლომდე ჩავერთო ამ ბრძოლაში“, განაცხადა ცოტა ხნის საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში თავისი მხარდამჭერებისადმი მიმართვისას.
იგი მხარდამჭერებს კონსოლიდაციისა და თბილისში შეკრებისკენ მოუწოდებს.
„ჩემი აზრით, მას შემდეგ რაც მათ ჩაიდინეს და პრობლემა არ არის ზურაბიშვილი. ზურაბიშვილის გაპანღურება მოხდება 2 წუთში იქიდან, როგორც კი შეიცვლება ხელისუფლება. ახლა მთავარია მშვიდობიანი კონსოლიდაცია საქართველოს ყველა რეგიონში. ვისაც შეუძლია ჩამოსვლა თბილისში, უნდა ჩამოვიდეს თბილისში - მაქსიმალური კონსოლიდაცია თბილისში, იმიტომ, რომ ყველას მოგვპარეს არჩევნები. ყველას უბრალოდ წაგართვეს თქვენი ქვეყნის განკარგვის უფლება“, აღნიშნა სააკაშვილმა და სამარშრუტო ტაქსის მძღოლებს სთხოვა, რომ ვინც თავიანთი ხმების დასაცავად წამოვა თბილისში, ისინი უფასოდ წამოიყვანონ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.