გიორგი ბარამიძე: „უტიფარი, მატყუარა ხარ ლაჩარო გახარია, ლაჩარო ბიძინა ივანიშვილო!“
16-12-2018, 18:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას და ბიძინა ივანიშვილს უტიფარსა და ლაჩარს უწოდებს და აცხადებს, რომ თელავისკენ მიმავალი ოპოზიციის კოლონებისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტში გზის გადაკეტვა წინასწარ გამიზნული ნაბიჯი იყო, რომლის შესახებაც თავად ოპოზიციამ არაფერი იცოდა.

 


„სამის ნახევარზე მოვიდა საბანაძე უტიფრად და განაცხადა ის, რაც ვერსია აქვს ხელისუფლებას, რომ თავისუფლების გამოხატვის უფლებას ყველას ვაძლევთო, წამობრძანდითო და შატლები, იქეთ-აქეთ მოძრავი ავტობუსები არისო მობილიზებულიო თქვენთვის და სამ საათამდე ჩაგიყვანთ თელავამდეო და მე ვუთხარი, როგორ არ გრცხვენიათ, აი ამდენ ადამიანს უყურებთ თვალებში, კამერებს უყურებთ თვალებში და კიდევ გინდათ უტიფარი ტყუილი მოახვიო თავს. რა გიშლიდათ ხელს, თუ ეს ყველაფერი მომზადებული გქონდათ, გეთქვათ ჩვენთვის და მერე გამოვიდა გახარია და იგივე ვერსია მოახსენა საზოგადოებას, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებდით, უბრალოდ ოპოზიციამ არ ისურვა შატლების გამოყენებაო. უტიფარი, მატყუარა ხარ ლაჩარო გახარია, ლაჩარო ბიძინა ივანიშვილო! შენ რაც დღეს გააკეთე, შეურაცხყოფა მიაყენე საკუთარ თავს“, განაცხადა გიორგი ბარამიძემ „რუსთავი 2“-თან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი