„პასუხისგებაში მისამცემი ხართ თქვენ, იმიტომ, რომ კანონი დაარღვიეთ თქვენ“, - მიმართა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „რუსთავი 2“-თან საუბრისას, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ გაკეთებული კომენტარის შეფასებისას.
„თქვენ გგონიათ, რომ ეს ქვეყანა არის თქვენი და კანონს არ იცავთ არც ერთ შემთხვევაში და ამაზე ნამდვილად აგებთ თითოეული თქვენგანი პასუხს, მათ შორის პერსონალურად შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გვემუქრება თურმე აქეთ, რომ ინდივიდუალურად მოახდენენ გასწორებას თითოეულ ადამიანთან... მე ყველას მივმართავ, ყველა წავედით რუსთაველზე. აქ [გომბორის გადასახვევთან] ახლა დროის კარგვას და გაჩერებას აზრი არ აქვს და იქ [თბილისში] შევიკრიბოთ ყველა და იქ განვაცხადოთ ჩვენი სამოქმედო გეგმის შესახებ. ჩვენ არ შევეგუებით იმ ტოტალურ უკანონობას, რაც ქვეყანაში არის და გვექნება მძლავრი რეაქცია... ეს რა ინაუგურაციია საერთოდ. სალომე ზურაბიშვილი არის ჩვეულებრივი მასხარა დღევანდელი დღის შემდეგ, რაც მათ ჩაატარეს, იმალებოდა, კომენტარიც კი არ გაუკეთებია ამ ადამიანს იმდენად ეშინია ხალხის, ჟურნალისტების შეკითხვისაც კი ეშინია. ეს არ არის ფიცის დადება, ეს არის ჩვეულებრივი მასხარაობა, მასხრად აიგდეს მთელი ქვეყანა“, განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.