საუდის არაბეთმა დაგმო ამერიკის შეერთებული შტატების სენატის რეზოლუციები, რომელთაგან ერთ-ერთი იემენეში ერ-რიადის ხელმძღვანელობით წარმოებულ ომში აშშ-ის სამხედრო დახმარების დასრულებას ითვალსწინებს, მეორე კი ქვეყნის ტახტის მემკვიდრე პრინცს, მუჰამედ ბინ სალმანს (ფოტოზე - აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას) ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში სდებს ბრალს.
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სენატის ამგვარი ნაბიჯი აღწერა, როგორც „სამეფოს შიდა საქმეებში ჩარევა“, რომელიც „მცდარ ბრალდებებზეა“ დაფუძნებული.
როგორც BBC იუწყება, ამერიკის სენატის მიერ ხუთშაბათს მიღებული რეზოლუციები დიდწილად სიმბოლურია და ნაკლებად სავარაუდოა კანონად იქცეს, მაგრამ სენატმა ამით პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გაფრთხილება გაუგზავნა ამერიკელი კანონმდებლების სიბრაზეზე საუდის არაბეთის მიერ წარმოებული პოლიტიკისადმი.
საუდის არაბეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს: „სამეფო გმობს აშშ-ის სენატის ბოლოდროინდელ პოზიციას და ამგვარი მიდგომა აგებულია მცდარ ბრალდებებზე და ადასტურებს სრულ ჩარევას საშინაო საქმეებში.
„სამეფომ მანამდე დაადასტურა, რომ საუდის არაბეთის მოქალაქის ჯამალ ხაშოგის მკვლელობა საშინელი და მიუტევებელი დანაშაულია, რომელიც არ ასახავს არც სამეფოს და არც მისი ინსტიტუტების პოლიტიკას“.
აშშ-ს ჯერჯერობით ოფიციალური პასუხი არ გაუცია საუდის არაბეთის საგარეო უწყების განცხადებისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.