ვინც ნახა, დავით კირკიტაძე გუშინ რა მოქმედებებს ახორციელებდა, გასაკვირი არ უნდა იყოს, რატომ დაინტერესდა გამოძიება მისით, აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი დავით კირკიტაძის მიერ გავრცელებულ ინფორაციაზე, რომლის მიხედვითაც, მის სახლთან სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.
როგორც მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს განუცხადა, შსს გუშინ ყველა ვიდეომასალას და ინფორმაციას, რომელიც ველისციხეში აქციასთან დაკავშირებით გავრცელდა, მთელი ღამის განმავლობაში სწავლობდა.
„შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სამართლებრივი შეფასება მოხდებოდა და ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა. ყველა პირი უკვე დავაიდენტიფიცირეთ, მოხდება ზოგის დაბარება საგამოძიებო ორგანოში, ზოგის მიმართ, სადაც სათანადო სამართლებრივი საფუძველი იქნება, გამოყენებული იქნება იძულების ღონისძიებები.
გუშინ, იმ დანაშაულებრივ ფაქტებს საზოგადოება კარგად ხედავდა. ადგილი ჰქონდა პოლიციაზე თავდასხმას, პოლიციის ტექნიკის დაზიანებას, პარლამენტის წევრებზე თავდასხმასა და მუქარებს. საკმაოდ ბევრი დანაშაულებრივი ფაქტი დაფიქსირდა და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არიან ჩამდენები, ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და ეს პროცესები ეტაპობრივად დღის განმავლობაში წარიმართება, ისევე, როგორც ხვალ.
რაც შეეხება ბატონ კირკიტაძეს, თუ ვინმემ ნახა, გუშინ ბატონი კირკიტაძე რა მოქმედებებს ახორციელებდა – პოლიციაზე თავდასხმას და ნივთების დაზიანებას ჰქონდა ადგილი, ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს, რატომ დაინტერესდა გამოძიება ბატონი კირკიტაძით. ბატონი კირკიტაძე ალბათ მიიღებს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობას. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამის სურვილი გვაქვს და კანონით გათვალისწინებულ ზომებს მივმართავთ“, უთხრა მეზვრიშვილმა მედიას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.