ნიკა მელია შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს: მართლა აგებ, გახარია, პასუხს - ძალიან მკაცრად აგებ იმიტომ, რომ ხარ კლასიკური მაფიოზი
17-12-2018, 13:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მართლა აგებ, გახარია, პასუხს - ძალიან მკაცრად აგებ იმიტომ, რომ ხარ კლასიკური მაფიოზი, მიმართავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია შინაგან საქმეთა მინისტრს.

 


მელია, რომელიც ველისციხესთან განვთარებულ მოვლენებს ეხმაურება, ამბობს, რომ გახარიას უწყება „ზონდერების" დაკავების ნაცვლად, იმ ადამიანებს აკითხავს სახლში, რომლებიც გუშინ თავს იცავდნენ.

 

 

„მართლა აგებ, გახარია, პასუხს. ძალიან მკაცრად აგებ, იმიტომ რომ ხარ კლასიკური მაფიოზი.

 

 

ორივე ყბა გაუტეხეს ადამიანს ზონდერების თავდასხმის შედეგად, იდენტიფიცირებულები არიან ზონდერები და ზონდერებთან კია რ მიდიან მიდიან ადამიანებთან სახლებში, რომლებიც გუშინ თავს იცავდა.

 

 

თუკი ვინმე იყო გუშინ მოძალადე მოძალადე იყო გახარიას ბრძანებით კუპატაძე და საბანაძე.

 

 

მაგრამ ესენი არიან ერთი საერთო დანაშაულებრივი რაღაც დაჯგუფება, რომლებიც აგებთ პასუხს, არავის შერჩენია არც გაყალბებული არჩევნები, არც ძალადობა არც დაჭერები და არც მკვლელობა", ამბობს მელია.

 

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე, რომელიც ველისციხის ინციდენტში მონაწილეობდა, აცხადებს, რომ მის სახლთან სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი