გრიგოლ ვაშაძე: „ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ ბატონებო და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბიძინა ივანიშვილის და პუტინის საქართველოში“
17-12-2018, 14:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ ბატონებო და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბიძინა ივანიშვილის და პუტინის საქართველოში“, განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის, „ძალა ერთობაშია“-ს ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ თელავში კვირას გადაადგილებისას პოლიციის მხრიდან მათთვის ველისციხეში შექმნილი მდგომარეობის შეფასებისას.

 


საგანგებო ბრიფინგზე, სადაც ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნები წამოაყენა, მოიშველია სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადება, რომელმაც მისი თქმით, „მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რომ უზრუნველეყოთ მომიტინგეთა შესაძლებლობა გადაადგილებულიყვნენ თავისუფლად თელავის მიმართულებით. მან [ლომჯარიამ] ხაზი გაუსვა იმას, რომ აღნიშნული წარმოადგენდა მათ კონსტიტუციურ უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს კანონით გაუთვალისწინებელი მიზნებით.

 


„მე მედგა იქ ვიღაცა ფორმაში ჩაცმული, ახლა არ მინდა უხეში სიტყვები ვიხმარო, რომელიც მიყვებოდა, რომ თურმე უსაფრთხოების ზონა არის. თელავიდან, სადაც ბიძინა ივანიშვილს ვიღაცა უნდა ეკურთხა რაღაცა პოსტზე, იქიდან 30 კილომეტრის ფარგლებში უსაფრთხოების ზონა იყო. თქვენ წარმოგიდგენიათ ევროპული ქვეყანა, სადაც პროტესტისთვის მიმავალ მოქალაქეებს „შოსე“ გადაუკეტონ?! აი, საფრანგეთში, სადაც „ყვითელ ჟილეტებს“ გადაუკეტავენ „შოსეს“? ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ ბატონებო და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბიძინა ივანიშვილის და პუტინის საქართველოში“, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი