გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ მინისტრი გახარია ცუდად დაამთავრებს: „სტატუსის მიუხედავად, ყველას დავაკავებთო - უსტატუსო ფარცხალაძე რატომ არ არის დაკავებული?“
17-12-2018, 14:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სტატუსის მიუხედავად, ყველას დავაკავებთო. უსტატუსო ფარცხალაძე რატომ არ არის დაკავებული?“, განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის, „ძალა ერთობაშია“-ს ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას კვირას გაკეთებული განცხადების შეფასებისას.

 


„სტატუსის მიუხედავად, ყველას დავაკავებთო. უსტატუსო ფარცხალაძე რატომ არ არის დაკავებული? რატომ აქვს ფარცხალაძეს იმუნიტეტი, ადამიანის წამებებზე სარდაფში? „ომეგას“ საქმის მონაწილეები რატომ არ არიან დაკავებულები? გუშინდელი უმსგავსოებების ორგანიზატორები და სულისჩამდგმელები რატომ არ არიან დაკავებულები? გახარიამ ჯობია ამას მიხედოს იმიტომ, რომ ყველა შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც იწყებდა ასეთ საუბარს საზოგადოებასთან არც თუ ისე კარგად ამთავრებდა“, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 


გიორგი გახარიამ კვირას თქვა, რომ ოპოზიციის მხრიდან თითოეულ პროვოკაციულ ქმედებას ექნება სამართლებრივი შეფასება და „ყველა, განურჩევლად მათი სტატუსისა, იქნება პასუხისგებაში მიცემული, სადაც დანაშაული გამოიკვეთება“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი