მიხეილ სააკაშვილი: რუსთავში დავით კირკიტაძემ და მისმა თანამებრძოლებმა ჩაშალეს ოლიგარქის გეგმები - პასუხმაც არ დააგვიანა - დილიდან ასობით პოლიციელი ცდილობს მის დაპატიმრებას
17-12-2018, 15:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობრაობის" წევრის, დავით კირკიტაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მის სახლთან სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

 

 

მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ სწორედ კირკიტაძის „თავდადებული ბრძოლის" გამო, ვერ შეძლო მმართველმა პარტიამ რუსთავში არჩევნების გაყალბება.

 

 

„ივანიშვილის ბანდამ უმეტეს ადგილებში შეძლო გაყალბებების მეშვეობით თავისი თოჯინასთვის „გამარჯვების" დახატვა და რუსთავში ეს არ გამოუვიდა, ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის თავდადებული ბრძოლის გამო. დავით კირკიტაძემ და მისმა თანამებრძოლებმა ჩაშალეს ოლიგარქის გეგმები. პასუხმაც არ დააგვიანა - დღეს, დილიდან ასობით პოლიციელი, რუსეთის საგარეო დაზვერვის აგენტის, გახარიას მეშვეობით, ცდილობს დათო კირკიტაძის დაპატიმრებას. ეს მხოლოდ დააჩქარებს ამ კანონის ფარგლებს იქით დიდი ხნის წინ გასული რეჟიმის აღსასრულს", წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

 

 

დავით კირკიტაძემ დღეს განაცხადა, რომ მის სახლთან სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, კირკიტაძის ქმდებებით, რომელიც გუშინ, 16 დეკემბერს ველისციხესთან მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდა, გამოძიება დაინტერესებულია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი