პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არის გამოსავალი იმ სამკვდრო-სასიცოცხლო ომიდან, რომელიც საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ შესთავაზა, განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულვამ რამდენიმე წუთის გამართულ ბრიფინგზე.
„დიახ, ჩვენი საზოგადოების დაკვეთა არის ოპოზიციური კოორდინაცია. დიახ, საზოგადოება ხედავს ოპოზიციურ პარტიებს შორის განსხვავებებს, მაგრამ ამავდროულად გვეუბნება: დაჯექით, მოილაპარაკეთ და იყავით კოორდინაციაში, მოიფიქრეთ ახალი ფორმები, მათ შორის ახალი ფორმები რადიკალური ბრძოლის იმისათვის, რომ შედეგი იყოს და შედეგი დადგეს, შედეგი, რომელზეც ყველანი ვთანხმდებით - ეს არის პროპორციული საპარლამენტო არჩევნები. ეს არის თემა, რომელიც გამოიყვანს ქვეყანას დღევანდელი კრიზისიდან. რაც უფრო გაწელავს „ქართული ოცნება“ დროს, რაც უფრო მეტი რეპრესიები წავა, რაც უფრო ძალადობის სპირალში შევა „ქართული ოცნება“, მით უფრო მეტად დამძიმდება ქვეყნის მდგომარეობა. აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც ხელისუფლება ცდილობს ტოლობის ნიშანი დასვას მასსა და ოპოზიციას შორის. პასუხისმგებელი ძალადობაზე, პასუხისმგებელი სიტუაციის რადიკალიზაციაზე არის ერთპიროვნულად ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, რომელმაც საზოგადოებას შესთავაზა აი, ეს სამკვდრო-სასიცოცხლო ომი, საიდანაც გამოსავალი, ისევ ვიმეორებ, არის მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული საპარლამენტო არჩევნები“, განაცხადა გიგი უგულავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.