გიორგი ვოლსკი გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებზე: არ ვფიქრობ, რომ ეს აგრესიული რესურსი საკმარისია იმისთვის, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოახდინოს
17-12-2018, 15:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მმართველი პარტიაში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ პერმანენტული აქციების დაანონსებას ეხმაურებიან.

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას დესტაბილიზაციის მოსახდენად, რესურსი არ გააჩნია.

 


„განაცხადი იმის თაობაზე, რომ პერმანენტული აქციები იქნება იმის თაობაზე, რომ სტაბილურობას შეექმნება პრობლემები და იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში შეიქმნება არანორმალური სიტუაცია, ეს მუქარაც, რასაკვირველია, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა „ნაციონალური მოძრაობის“, რომლის გარშემო ერთკაციანი რამდენიმე პარტიაც არის შეკრებილი, თითქოს, მრავალრიცხოვანი პარტიები ჯგუფი მოითხოვს ამას. მე არ ვფიქრობ, რომ ეს აგრესიული რესურსი საკმარისია იმისთვის, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოახდინოს", უთხრა ვოლსკიმ „რუსთავი 2"-ს.

 

 

გიორგი ვოლსკი ასევე გამოეხმურა ველისციხესთან მომხდარ ინიციდენტს და განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის გუშინდელი ნაბიჯი ანტისახელმწიფოებრივი იყო.

 

 

„ყველაფერი, რაც დაიგეგმა და განხორციელდა, იყო ანტისახელმწიფოებრივი. შესაძლოა, მე ვუშვებ, რომ იქ რაღაც შეფერხება არსებობდა გადაადგილებაში, მაგრამ რასაკვირველია, რეაქცია ამ შეფერხებაზე გაცილებით უფრო აგრესიული იყო, ვიდრე ეს შეიძლება ყოფილიყო", განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი