„ძალიან მნიშვნელოვანი იყო სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, რომელიც კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტის განცხადება იმის შესახებ, რომ მისი სურვილია შეასრულოს გამაერთიანებლის როლი“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ინაუგურაციის ცერემონიაზე.
„ქალბატონ სალომეს ჰქონდა ძალიან შთამბეჭდავი სიტყვა. ის შეეხო როგორც საგარეო პოლიტიკურ საკითხებს, ასევე, საშინაო პოლიტიკას. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი პოზიცია, რომელიც დაფიქსირდა კიდევ ერთხელ ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის საერთო ამოცანა არის ნატო-ში და ევროკავშირში სრული ინტეგრაცია და ქალბატონმა სალომემ ბრძანა, რომ მისი საქმიანობა, რა თქმა უნდა, დაეთმობა ამ საკითხების გადაწყვეტას და საშინაო მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქალბატონი სალომეს განცხადება იმის თაობაზე, რომ მისი სურვილია შეასრულოს გამაერთიანებლის როლი და მან ძალიან სწორი და კარგი აქცენტები დასვა ამასთან დაკავშირებით, რისთვისაც მას მინდა მადლობა გადავუხადო”, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.