„ევროპულ საქართველოში" დავით კირკიტაძის დაკავებას ეხმაურებიან. როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, „ოპოზიციური ფიგურის - კირკიტაძის დაკავება არის ისედაც ღრმა პოლიტიკურ კრიზისში მყოფი ქვეყნის კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეყვანა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან და წარმოადგენს დიდ ხიფათს ჩვენი ქვეყნისთვის".
ბოკერია ფიქრობს, რომ საბოლოო ჯამში, „ამ სამარცხვინო და უკანონო პოლიტიკას" ივანიშვილის რეჟიმი გადაყვება.
„მაშინ, როცა ჩვენ ვიხილეთ სამარცხვინო არჩევნები პირდაპირი დაშინებით და ძალადობით და გამოვლინდა ფაქტები ბიულეტენების ჩაყრის და ა.შ. მაშინ, როცა ჩვენ ვიხილეთ პირველი ტურის შემდეგ ახალქალაქში დღისით, მზისით ოპოზიციური პარტიის შტაბის, ვაშაძის შტაბის დარბევა ხელკეტებით და იარაღით; მაშინ, როდესაც ჩვენ გუშინაც ვიხილეთ თავდასხმა სავარაუდოდ „ოცნებასთან“ აფილირებული პირებისა ოპოზიციის წარმომადგენლებზე; მაშინ, როცა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი შემთხვევა გვქონდა „ოცნების“ წარმომადგენლების, ივანიშვილის რეჟიმთან დაკავშირებული ჯგუფების, მათ შორის შავრაზმელი ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობის, მივარდნების ოპოზიციურ აქციებზე, სამოქალაქო ჯგუფებთან ძალადობის, მოწოდების ძალადობისკენ და მთელი სპექტრი გვქონდა ასეთი ქმდებების და არავინ დასჯილი არ არის ამისთვის, გუშინ უკანონო და ანტიკონსტიტუციური ბრძანების შესრულებისას, პოლიციასთან მომხდარი ინციდენტების გამო, ოპოზიციური ფიგურის, დავით კირკიტაძის დაკავება არის ისედაც ღრმა პოლიტიკურ კრიზისში მყოფი ქვეყნის კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეყვანა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან. საბოლოო ჯამში, ამ სამარცხვინო და ამ უკანონო პოლიტიკას გადაყვება ივანიშვილის რეჟიმი, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ამ პროცესში დიდი ხიფათი ექმნება ჩვენი ქვეყნის არა მარტო დემოკრატიის, არამედ ნორმალური განვითარების და სტაბილუორბის პერსპექტივას და ეს არის დიდი პრობლემა...
„აქ იხილება საკითხი რამდენად შორს წავა ივანიშვილის რეჟიმი ქვეყნის ჩიხში შეყვანაში, ჩვენი კონსტიტუციური თავისუფლების შეზღუდვაში, არჩევნების გაყალბებაში, ძალადობაში, კანონის უზენაესობის გათელვაში, შერჩევით სამართალში... კირკიტაძის დაკავება ამ შემთხვევაში არ ეხება კირკიტაძეს, ეხება ყველა ჩვენი მოქალაქის, მთლიანად ჩვენი პოლიტიკური სპექტრისთვის, ოპოზიციური სპექტრსთვის, ამ შემთხვევაში, გამოგზავნილ უტიფარ გზავნილს ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, რომ ლიცენზია ძალადობაზე, უკანონობაზე და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებზე აქვს მხოლოდ იმ ჯგუფებს, ვინც დაკავშირებულია ივანიშვილის რეჟიმთან, ხოლო სხვა შემთხვევაში ოპოზიციას შესაძლოა დაუწესონ 30-კილომეტრიანი არეალი, რათა მათ ვერ განახორციელონ საკუთარი კონსტიტუციური უფლება და ამ უკანონო ბრძანების შესრულების დროს პოლიციელებთან მომხდარი ნებისმიერი ინციდენტისას ოპოზიციური ფიგურის დაკავება ხდება ერთ დღეში. ეს არის ძალიან მძიმე რეალობა და ძალიან მოკლე გზავნილი გვაქვს ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“ ხელისუფლების მხრიდან. ძალიან სახიფათო გზაზე დგახართ თქვენთვის, მაგრამ სამწუხაროდ ქვეყნისთვისაც. დავით კირკიტაძის ციხეში დატოვება, ამ პირობებში, რაც მე ჩამოვთვალე, იქნება ამ ძალიან რთული ვითარების ხარისხობრივად კიდევ უფრო გართულება და უცნობ გზაზე და ძალიან სახიფათო გზაზე ქვეყნის დაყენება“, განაცხადა გიგა ბოკერიამ და მოუწოდა ხელისუფლებას „თუკი საღი აზრის ნატამალი მაინც აქვთ შერჩენილი, არ გადადგან ეს ნაბიჯი“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.