მიხეილ სააკაშვილი ახლახან გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დღეს ციხიდან გათავისუფლებული მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი მიიღო, „ჩაიხუტა, თავზე ხელი გადაუსვა, უთხრა, რა მაგარი კაცი ხარო“.
„ივანიშვილმა დღეს მიიღო მარნეულის მერი, რომელმაც მოისაქმა საკუთარი მოქალაქის სახეზე, თუ გახსოვთ და ციხეში ჰყავდათ არჩევნებამდე მოჩვენებით, გამოიყვანეს არჩევნების შემდეგ, პირდაპირ ივანიშვილმა ჩაიხუტა, თავზე ხელი გადაუსვა, უთხრა, რა მაგარი კაცი ხარო. ისინი ახალისებენ პირდაპირ აი, ასეთ ძალადობას, ისინი ახალისებენ პირდაპირ ცხვირ-პირის მტვრევას ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ, ვინც გაბედა და ხმა ამოიღო, ამაზე პასუხი საზოგადოების შეიძლება მხოლოდ ერთი იყოს, სრული შეუგუებლობა ივანიშვილის მიმართ“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.