„დავით კირკიტაძე არ არის ფარცხალაძე, დავით კირკიტაძე არ არის ბიძინა ივანიშვილის უახლოესი წრის წევრი და რა თქმა უნდა, უნდა დაიჭირონ", ასე ეხმაურება გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის, დავით კირკიტაძის დაკავების ფაქტს გრიგოლ ვაშაძე.
„დავით კირკიტაძე არ არის ის ზონდერები, რომლებიც დაგვახვედრეს გურჯაანთან და რომლებმაც, თითქმის, სასიკვდილოდ სცემეს ჩვენი ორი მხარდამჭერი ჩაქუჩებით, რომლებიც ახლა გურჯაანის საავადმყოფოში არიან.
დავით კირკიტაძე არ არის ადამიანი, ვინც სხვებთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტს ხერხავს და, შესაბამისად, არ აქვს იმუნიტეტი. ამიტომ, რა თქმა უნდა, დავით კირკიტაძე უნდა დააკავონ, როდესაც მას კანონიერი პროტესტი ჰქონდა იმაზე, რომ დაგვახვედრეს განუსაზღვრელი რაოდენობით პოლიცია და არ მოგვცეს საშუალება, მშვიდობიანი, ზუსტად ისეთივე, როგორც 2018 წლის 2 დეკემბერს ჩავატარეთ რუსთაველზე, ისეთი მშვიდობიანი მანიფესტაციის ჩატარების, და შემდეგ დაშლის და სახლში დაბრუნების, რაც გავაკეთეთ", უთხრა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს.
დავით კირკიტაძის დაკავების შემდეგ, შსს-ში განაცხადეს, რომ შესაძლოა, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.