ნინო ბურჯანაძე: ბატონებო, ეს ცოტა უფრო მეტი იყო, ვიდრე ალიყური - ინაუგურაციაზე უმეტესობა არ იყო მაღალი რანგის სტუმარი
17-12-2018, 19:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე არ ვიყავი ინაუგურაციაზე მიწვეული და რომც ვყოფილიყავი მიწვეული, მაინც არ მივიდოდი, აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

 

 

მისი თქმით, ამაზე მეტად პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მიწვეული არ იყო დამოუკიდებლობის საიუბილეო ღონისძიებაზე.

 

 

„უფრო დიდი პრობლემა ის არის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის საიუბილეო ღონისძიებაზე არ ვიყავი მიწვეული. ამის შემდეგ ვფიქრობ, უხერხულია ამ ხელისუფლებამ ისაუბროს ან დემოკრატიაზე ან მემკვიდრეობითობაზე, ან თავისუფალ სიტყვაზე და მის გამოხატვაზე“, განაცხადა ნინო ბურჯანაძე.

 

 

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე პრეზიდენტის ინაუგურაციას სამარცხვინოს უწოდებს და აცხადებს, სანამ ქვეყანას არ ეყოლება ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი.

 

 

„ინაუგურაციის ცერემონია იყო სამარცხვინო. ეს არ იყო ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად კურთხევა. ჯერ ერთი, სამარცხვინო იყო იმის გამო, რომ ვერ გაბედეს დედაქალაში ინაუგურაციის ჩატარება და ამის გამო საგანგებოდ შეცვალეს კანონი. მე, რა თქმა უნდა, პატივისცემას ვუდასტურებ ყველა იმ ადამიანს ვინც ჩამოვიდა, მაგრამ უმეტესობა არ იყო მაღალი რანგის სტუმარი. შეზღუდული უფლება-მოსილების პრეზიდენტი გვყავს თუ არა შეზღუდული, ის იყო ფორმალურად, მაგრამ მაინც საყოველთაოდ არჩეული პრეზიდენტი. უკრაინიდანაც კი, რომელიც არის ჩვენი სტრატეგიული მეგობარი, ამ ქვეყნიდან ჩამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. ევროკავშირიდან ყველა ვინც ჩამოვიდა, იყო მხოლოდ ყოფილი თანამდებობის პირი და არც ერთი მოქმედი. ბატონებო, ეს ცოტა უფრო მეტი იყო, ვიდრე ალიყური“", აცხადებს ნინო ბურჯანაძე, როგორც ამას „დემოკრატიული მოძრაობის" პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 1
#1   grigori
      
აი, თქვენ რომ ყოფილიყავით, ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი მაინც ჩამოვიდოდა ჩრდილოეთიდან, საიდანაც თქვენი ნათლიას აზრით მზე ამოდის საქართველოში !
21 დეკემბერი 2018 05:57
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი