საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი თანამებრძოლის, დავით კირკიტაძის დაპატიმრებას ეხმაურება და ახლახან „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს, რომ საქართველოში მყარდება სუფთა რუსული ტიპის რეჟიმი ივანიშვილის და „რუსეთის სადაზვერვო სამსახურის აგენტის, გახარიას მიერ“ და მისი შეფასებით, „ეს არის რუსული რეჟიმი, ოღონდ რუსული პენსიების გარეშე, რუსული შემოსავლების გარეშე, უბრალოდ, რუსული რეპრესიებით“.
დაწყებული არჩევნების მეორე ტურიდან, გუშინდელი მოვლენებით გაგრძელებული და დღევანდელი „ნაციონალურ მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის დაკავებით, მინდა გითხრათ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რუსულ საქართველოში. საქართველოში მყარდება სუფთა რუსული ტიპის რეჟიმი ივანიშვილის მიერ და რუსეთის სადაზვერვო სამსახურის აგენტის მიერ, გახარიას მიერ და ეს არის რუსული რეჟიმი, ოღონდ რუსული პენსიების გარეშე, რუსული შემოსავლების გარეშე, უბრალოდ, რუსული რეპრესიებით; უბრალოდ, რუსული ტიპის პოლიტიკური სიტემით, უფრო სწორად, პოლიტიკის საერთოდ გაქრობით. მე მესმის მეგობრებო, რომ ყველას აქვს თავის საქმე, ყველა ფიქრობს გადარჩენაზე, ქვეყანა იცლება ხალხისგან, ყველას უნდა ლუკმა-პურის მოპოვება, მე მესმის ყველას ვერ მოთხოვ და უმეტესობას ვერ მოთხოვ ქუჩაში დგომას, მით უმეტეს თქვენ უკვე მიეცით ხმები არჩევნებზე და არჩევნები მოიპარა ივანიშვილმა, მაგრამ იცოდეთ, რომ კირკიტაძის განეიტრალებით, მელიას განეიტრალებით, აქტიური რეგიონების ხალხის განეიტრალებით, რეგიონებში ივანიშვილი გართმევთ ბოლო იმედს, რომ როდესმე ამოძვრეთ ამ ნეხვიდან, სადაც ის ძირავს საქართველოს, როდესმე ამოძვრეთ გაჭირვებიდან, როდესმე ისევ ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ. გაიგეთ, რომ თუ ახლა ჩვენ ამ ადამიანებს არ დავუდგებით გვერდზე, ხვალ თქვენც აღარავინ აღარ დაგიცავთ და ეს ხარბი, მანიაკი, ეს ახალგამოჩეკილი დიქტატორი ოლიგარქიული, ბოლომდე გაგძარცვავთ, უკანასკნელ კაპიკებს ამოგაძრობთ ჯიბეებიდან და არ დაგაყენებთ საკუთარ ქვეყანაში. მეგობრებო, საქართველოში დამყარდა ოლიგარქიული დიქტატურა, დარჩა მხოლოდ ცალკეული წინააღმდეგობის ცენტრები, მაგრამ ეს ვერ გაგრძელდება. ჩვენი ბრძოლა იქნება ძალიან პრინციპული და შეუპოვარი. ჩვენ არასდროს არ დავნებდებით იმას და არ მივიღებთ იმას, რომ საქართველო გააბანძონ და გადააქციონ რუსეთის დანამატად. ყველაფერი გამოგვივა, როცა ჩავჭიდებთ ერთმანეთს ხელს და ყველა თავის მონაკვეთზე, რაც შეუძლია, გაწევს შესაბამის წინააღმდეგობას. სამწუხაროდ, პოლიტიკა დღეს აღარ დარჩა დარბაზებში, პოლიტიკამ დღეს გადაინაცვლა მთლიანად ქუჩაში“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.