ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ მიერ განხორციელებული ექვსი საჰაერო დარტყმის შედეგად ისლამური დაჯგუფება „ალ-შაბაბის“ 62 მებრძოლო მოკლეს სომალიში.
მათი ოფიციალური განცხადების თანახმად, ოთხმა საჰაერო დარტყმამ, რომელიც შაბათს განხორციელდა, 32 მებრძოლი მოკლა, ხოლო კვირას კი 28 იქნა მოკლული.
ეს იყო ყველაზე საშინელი და სისხლიანი საჰაერო თავდასხმა სომალიში 2017 წლის ნოემბრის შემდეგ, როცა შეერთებულმა შტატებმა 100 მებრძოლი მოკლა.
როგორც BBC იტყობინება, მას შემდეგ რაც 2017 წლის იანვარში თეთრი სახლი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაიკავა, სომალიში საჰაერო დარტყმები და მსხვერპლი მკვეთრად გაიზარდა.
საგამოძიებო ჟურნალისტიკის ბიუროს ცნობით, 2017 წლის დასაწყისიდან საჰაერო დარტყმების შედეგად სომალიში სულ მცირე 400 ადამიანი იქნა მოკლული, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე გასული 10 წლის განმავლობაში ერთად აღებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.