მამუკა ბახტაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ არ იშლის ტრადიციებს, განაგრძობს ძალადობას და საზოგადოებაში ისეთი განწყობის შექმნას, თითქოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში პრობლემებია“
18-12-2018, 00:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში გურჯაანის მუნციპალიტეტის სოფელ ველისციხესთან კვირას განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „უპასუხისმგებლო და დესტრუქციული ძალის მიერ ჩადენილი მოქმედებები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს“ და „ნაციონალური მოძრაობა“ „არ იშლის ტრადიციებს, განაგრძობს ძალადობას და საზოგადოებაში ისეთი განწყობის შექმნას, თითქოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში პრობლემებია“.

 


მან გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და მოთმინებისთვის სამართალდამცავებს განსაკუთრებულ მადლობა გადაუხადა. მან პროფესიული მოვალეობის მაღალ დონეზე შესრულებისთვის ასევე მადლობა უთხრა მედიის წარმომადგენლებს.

 


„ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა ასეთ პოლიციით. ასევე განსაკუთრებული მადლობა მედიის წარმომადგენლებს, რომლებმაც ხელშეშლის მიუხედავად შეძლეს გუშინდელი დღის ობიექტურად გაშუქება. „ნაციონალური მოძრაობა“ არ იშლის ტრადიციებს, განაგრძობს ძალადობას და საზოგადოებაში ისეთი განწყობის შექმნას, თითქოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში პრობლემებია. ამის ილუზია ნურავის ექნება, ვერც ერთი ძალა და ვერანაირი ასეთი ქმედება საზოგადოებრივ ცხოვრებაში დისონანსს ვერ შემოიტანს. კამერებზე დაფიქსირებული იყო ძალიან ბევრი დარღვევა. ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი გასცდა კანონის ჩარჩოებს და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ძალადობაში შემჩნეული ნებისმიერი პირი, იქნებოდა ეს პოლიციელების თუ მოქალაქეების მისამართით, კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს, ყველას აქვს პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის უფლება, მაგრამ ის, რაც ვიხილეთ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. კიდევ ერთხელ მადლობა პოლიციელებს მოთმინებისთვის და მაღალი პროფესიონალიზმის ჩვენებისთვის“, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, რომლის სიტყვების ციტირებასაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.

 


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სამართალდამცველებმა ასეთივე მაღალი პროფესიონალიზმი აჩვენეს, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტურში კენჭისყრის დღეს და პროცესის მშვიდობიან რეჟიმში ჩატარება უზრუნველყვეს.

 

 

კომენტარები: 1
#1   სამართალი
      
ასე უსინდისოდ როგორ ამბობ რომ საზოგადოებაში პრობლემები არ არისო,ხალხი შიმშილობს, კატარსტროფულ მდგომარეობაშია საქართველოს უმრავლესი მოსახლეობა,სიღატაკეს ებრძვის ხალხი,საარსებო მინიმუმი არ გააჩნიათ,ტოტალური ემიგრაციაში გადახვეწით გენოფონდი იკარგება,ნარკოტიკებით გაივსო ქალაქი,კრიმინალი მომატებულია საშინლად და კიდე ასე ცინიკურად ამბობთ რომ პრობლემები არარის???????თქვენ ქოცებს,ოცნებას ხალხი ლინჩის წესით გაგასამართლებთ,თქვენ ყველაზე არაეროვნული ,ცინიკოსი და მოღალატე კასტა ხართ საქართველოს პოლიტიკურ ისრორიაში,,არ გაპატიებთ,,არ შეგრჩებათ ხალხის გაბითირება და დაცინვა,,,გპირდებით,პირველი ვიქნები ვინც ძელზე გაგაკრავთ
18 დეკემბერი 2018 20:47
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი