ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის წევრი იმ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებმაც მინისტრს რამდენიმე დღის წინ წერილით მიმართეს და სადაზღვევო ბაზრის განვითარების საკითხების შესახებ შეხვედრა სთხოვეს.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს საქართველოს სადაზღვევო ბაზარი დგას. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მოგების გადასახადის რეფორმის - ე.წ. ესტონური მოდელის გავრცელება სადაზღვევო კომპანიებზეც. ითქვა, რომ აღნიშნულ საკითხზე მთავრობა მუშაობს, რათა ის კერძო სექტორის სასარგებლოდ ამოქმედდეს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს სადაზღვევო ბაზრის მოთამაშეებისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.