გიორგი ქობულია: „ახალი სტარტაპები ჩვენი ქვეყნის განვითარების საწინდარია“
18-12-2018, 11:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მონაწილეობა მიიღო „თიბისი ბანკის“ მიერ ორგანიზებული ბიზნესდაჯილდოების ცერემონიაში და ნომინაციაში „წლის ქართული პროდუქტი" გამარჯვებული კომპანიის „გეფერინის" წარმომადგენელს ჯილდო გადასცა. აღნიშნული კომპანიის გარდა, ნომინანტები ასევე იყვნენ აგროკომპანია „ჰერბია" და სამედინიციო პრეპარატების მწარმოებელი კომპანია „ნეოფარმი".

 

 

მისასალმებელ სიტყვაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბიზნესდაჯილდოების ორგანიზატორებს საქართველოში ბიზნესსექტორის წახალისებისა და მათი საქმიანობის დაფასებისთვის. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მეტი მსგავსი ღონისძიება გაიმართოს.

 

 

„ამიტომ მივესალმებით ასეთ ღონისძიებებს, რომელიც მოტივაციას აძლევს მცირე და საშუალო ბიზნესს იმისთვის, რომ კიდევ მეტი გააკეთონ", განაცხადა გიორგი ქობულიამ.

 

 

„ჩვენ, როგორც მთავრობა, ძალიან დიდი ყურადღებით და ძალიან დიდი გულისხმიერებით გიყურებთ ყველას და ჩვენ გვინდა თქვენი წარმატება იმიტომ, რომ გვერწმუნეთ, თქვენი წარმატება არის ჩვენი ქვეყნის წარმატება," - მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბიზნესდაჯილდოებაზე შეკრებილი საქმიანი სექტორის წარმომადგენლებს.

 

 

გიორგი ქობულიამ ასევე ყურადღება გაამახვილა მცირე და საშუალო ბიზნესზე და განსაკუთრებული აქცენტი სტარტაპებისა და ახალი კომპანიების განვითარების მნიშვნელობაზე გააკეთა.

 

 

„ჩვენთვის კერძო სექტორში მცირე და საშუალო ბიზნესი არის რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი. ის ახალი სტარტაპები, ახალი განვითარება, რომელსაც ვხედავთ ჩვენი ეკონომიკისა და ჩვენი ქვეყნის განვითარების წარმატების საწინდარია", აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

 

მან ასევე ყურადღება მიაქცია ეკონომიკის სამ სექტორს - სოფლის მეურნეობას, ფარმაციასა და ტყავეული ნაწარმის წარმოებას, რომელთა განვითარებაც ქვეყნის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებებია.

 

 

თიბისი ბანკის ბიზნესდაჯილდოებაზე ჟიურიმ 18 ფინალისტიდან 6 გამარჯვებული კომპანია შემდეგ ნომინაციებში გამოავლინა: წლის ბიზნესი, წლის ქართული პროდუქტი, წლის სტარტაპი, წლის ტურისტული ბიზნესი, წლის ქალი მეწარმე და ბიზნესი დადებითი გავლენისთვის.

 

 

ბიზნესდაჯილდოების პარტნიორები იყვნენ ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), "Impact Hub Tbilisi" და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.

 

 

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი