საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელის სასახლეში მივიდა. ქვეყნის უმღალესმა მთავარსარდალმა სამუშაო კაბინეტში განცხადებებიც გააკეთა.
„მივესალმები საზოგადოებას, რომელიც მიყურებს პირველ დღეს ათონელის სასახლეში. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან აქ ვიმყოფები. ვიცი, რომ ყველაფერი არ არის ჯერ იმ ფორმატში და დასრულებული, როგორიც რამდენიმე კვირასა თუ თვეში იქნება, მაგრამ უკვე გვაქვს საშუალება, ამ ფლიგელებში დავიწყოთ მუშაობა. იმდენი გვაქვს გასაკეთებელი, რომ პირველ ეტაპზე, გარემოს ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ", განაცხადა პრეზიდენტმა, რომელმაც მედიასაც მიმართა.
„აქ იქნება თქვენი სახლი და მაქვს ასევე სხვა მოსაზრება, რომ გვქონდეს სხვა ფორმატშიც ურთიერთობა. შემეძლოს თქვენთან ისე საუბარი – off the record (ჩაწერის გარეშე) საკითხებზე, რომელიც საჭიროა, რომ იცოდეთ და არ არის აუცილებელი, გახდეს იმწამსვე საჯარო ინფორმაცია. ასეთი ფორმატი საგარეო საქმეთა სამინისტროში მქონდა, რომელსაც ჩემი პრესკლუბი ერქვა“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.