გლდანში, მე-6 მიკრორაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთაგან ერთი ქალი, მეორე კი მამაკაცია. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ორი დაღუპულის გარდა აფეთქების შედეგად დაშავდა კიდევ 4 პირი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
აფეთქება გლდანში, მე-6 მიკრორაიონში, #2 საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე მოხდა. შემთხვევის შედეგად სამი სართულის კედლები დაზიანდა. ასევე მიმდებარე კორპუსებში ჩამსხვრეულია სახლის მინები.
აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. ამ დროისთვის მაშველები შენობის ჩამონგრეული ნაწილის დემონტაჟს ახორციელებენ, რის გამოც ადგილზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.
მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ადგილზე საპატრულო და სამაშველო სამსახურები მუშაობენ. უსაფრთხოების მიზნით ტერიტორია შემოსაზღვრულია და შემთხვევის ადგილზე მოქალაქეებს მიახლოების საშუალება არ აქვთ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.