გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით კირკიტაძემ, რომელიც გუშინ, 17 დეკემბერს დააკავეს, პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.
„ჩვენ ვაპირებთ სამართლებრივი თვალსაზრისით დავამტკიცოთ სასამართლოში, რომ ბრალდებას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, ჩვენ ვაპირებთ დავამტკიცოთ, რომ დავით კირკიტაძე და ათასობით ადამიანი, რომლებიც შეკრებილი იყვნენ კახეთის რეგიონში ცდილობდნენ განეხორციელებინათ მათთვის მინიჭებული უფლება.
თავისუფალი გადაადგილებისა და სანქცირებულ მიტინგზე აზრისა და თავისუფალი გამოხატვის უფლების, ვეცდებით, დავით კირკიტაძესთან მიმართებაში არ იქნეს შერჩეული აღკვეთის არცერთი ღონისძიება, რადგან ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებასა და ბრალდების შინაარსს დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით მას შემდეგ, რაც წარედგინება ბატონ დავითს ბრალდება", აცხადებს დავით კირკიტაძის ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი.
დავით კირკიტაძეს ბრალს, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში წაუყენებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.