ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია აცხადებს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მმართველობას პრობლემები შეექმნა, მაგრამ, მისი აზრით, „ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის განწირულია 2020 წელს დამარცხებისთვის“, რადგან ამ ეტაპზე „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო არსებული გაერთიანებული კოალიცია „საკმარისად ძლიერი არ არის, რომ დამოუკიდებლად დაამარცხოს ხელისუფლება“ და იმის მოლოდინი კი, რომ „რაღაც მითიური „მესამე ძალა“ ამოიზვირთება ბაზალეთის ტბის ფსკერიდან და ბიძინას მოუგებს, მთლად ზღაპარია“. ამ ფონზე კი, განაგრძობს პოლიტოლოგი, „სხვადასხვა „მესამე ძალამ“ უნდა შეიგნოს, რომ თუ ხელისუფლების შეცვლა სურს... ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობა უნდა შეძლოს“.
„ბიძინას ტახტი რომ შეტორტმანდა ამ არჩევნების შემდეგ, ალბათ ყველასთვის აშკარაა.
მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის განწირულია 2020 წელს დამარცხებისთვის. ეს არავინ იცის.
არ არის საკმარისი, „ქართული ოცნება“ დასუსტდეს, საჭიროა, მისი შემცვლელი ძალა გამოიკვეთოს.
ოპოზიციის მხარეს ამ ეტაპზე ორი რეალობა ჩანს: ნაციონალური მოძრაობის გარშემო არსებული გაერთიანებული კოალიცია საკმარისად ძლიერი არ არის, რომ დამოუკიდებლად დაამარცხოს ხელისუფლება. მაგრამ იმის მოლოდინი, რომ რაღაც მითიური „მესამე ძალა“ ამოიზვირთება ბაზალეთის ტბის ფსკერიდან და ბიძინას მოუგებს, მთლად ზღაპარია.
ოპოზიციას აქვს ის ძალები, რაც აქვს, და კოორდინირებული მოქმედებების შემთხვევაში (გაერთიანება სულაც არაა საჭირო) წარმატების მიღწევა შეუძლია.
ამისათვის (1) ნაციონალურმა მოძრაობამ - გაერთიანებულმა ოპოზიციამ უნდა ეძებოს იმგვარი თემები, რაზეც დანარჩენ ოპოზიციურ ძალებთან ითანამშრომლებს, და მხოლოდ თავისი პასიონარული მომხრეების იმედად არ იყოს.
(2) სხვადასხვა „მესამე ძალამ“ უნდა შეიგნოს, რომ თუ ხელისუფლების შეცვლა სურს (თუ არ სურს, რანაირი ოპოზიციაა?) ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობა უნდა შეძლოს.
ვიცი, რომ ძნელია, მაგრამ სხვანაირად არა მგონია რამე გამოვიდეს“, წერს გია ნოდია „ფეისბუქზე“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.