თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. ზაზა ბაქრაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო, თუმცა მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება.
ზაზა ბაქრაძეს სასჯელის სახით პირობითი მსჯავრი 4 წლის და 6 თვის ვადით განესაზღვრა, ასევე ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.
გურამ დონაძე, დავით იაშვილი და ზურაბ მიქაძე დარბაზშივე დააკავეს სასამართლოს მანდატურებმა.
საქმეზე ხუთი ბრალდებულია: გურამ დონაძე, ზურაბ მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა, დავით იაშვილი და ზაზა ბაქრაძე. მათგან ბრალს მხოლოდ ერთი ზაზა ბაქრაძე აღიარებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილის თქმით, სასამართლომ გაანალიზა მტკიცებულებები და მივიდა იმ აზრამდე, რომ ბრალდების მხარემ დაადასტურა ბრალდება.
„განაჩენში დეტალურად იქნება აღწერილი ყველა მტკიცებულება. ირაკლი ფირცხალავა დამნაშავედ ცნობილია 332 მუხლით – 5 წლის და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
გურამ დონაძე დამნაშავედ 332 მუხლით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 3 თვის ვადით.
დავით იაშვილი – 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ზურაბ მიქაძე 5 წლით და 3 თვით“, – განაცხადა მოსამართლემ, როგორც ამას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.