ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ წაილეკება და რევოლუცია იქნება გარდაუვალი, თუკი ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო სისტემას არ შეცვლის
18-12-2018, 16:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გამოსავალი არის საარჩევნო სისტემის შეცვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბურჯანაძეც ვითარების გაგრძელების გზას ქუჩაში ხედავს.

 

 

„თუ საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დასრულდება რევოლუციით. საპრეზიდენტო არჩევნებში მაინც ორი კანდიდატი იბრძოდა, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა, გარდამტეხ საპარლამენტო არჩევნებში ძალიან ბევრი პარტია მიიღებს მონაწილეობას და ბიძინა ივანიშვილი ვეღარ შეძლებს ისეთ გაყალბებას, როგორიც უკვე გვქონდა. თუ ოლიგარქი ისევ შეეცდება გაყალბებას, პროცესები გადავა ქუჩაში. მაშინ კი ნამდვილად შეიძლება ყველა ოპოზიციური პარტია ერთად აღმოჩნდეს, ასეთია რევოლუციის ბუნება“, აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

 

 

იმისთვის რომ „ქართული ოცნება“ დარჩეს ქართულ პოლიტიკაში და საერთოდ არ გაქრეს, ნინო ბურჯანაძე ურჩევს ბიძინა ივანიშვილს, ბევრი დაპირებებიდან ერთ-ერთი მაინც შეასრულოს.

 

 

„მე ვურჩევ ივანიშვილს, გამოიყენოს ერთადერთი შანსი, შეცვალოს საარჩევნო სისტემა, მით უმეტეს, როდესაც ამის დაპირებას ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ მაშინ იძლეოდა, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა. მან არ შეასრულა არც ერთი დაპირება, არც 100 საწარმო, არც ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, არც რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება და აფხაზეთის და ოსეთის პრობლემის გადაჭრა - არც ერთი ეს დაპირება მას არ შეუსრულებია. იქნებ ეს ერთი დაპირება მაინც შეასრულოს, რაც საარჩევნო გარემოს ეხება. წინააღმდეგ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ წაილეკება და რევოლუცია იქნება გარდაუვალი“, აცხადებს ნინო ბურჯანაძე, როგორც ამას „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 1
#1  ნინა
      
რევოლუცია კი არა, კვახი
18 დეკემბერი 2018 10:34
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი