„საკმაოდ მძიმე საარჩევნო ფონი იყო. მე 2012 წლის შემდეგ ასეთი მძიმე საარჩევნო ფონი, ასეთი შეურაცხყოფები ნამდვილად არ მახსოვს. ე.ი როგორი მდგომარეობა იყო. აი, დუელში რომ მიდის ადამიანი. ჩვენ ვიყავით პისტოლეტით და ისინი იყვნენ ზარბაზნით“, განაცხადა „TV პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ და გაიხსენა, თუ როგორ ცდილობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები პროვოკაციების მოწყობას და რეგიონებში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შეხვედრების ჩაშლას.
„მათი განცხადებები, მათი საარჩევნო კამპანია პირდაპირ საუბრობდა იმაზე, რომ ერთადერთი, რისთვისაც უნდოდათ პრეზიდენტის ინსტიტუტის გამოყენება, ეს იყო ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა, ეს იყო ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ადამიანების დაპირისპირების მოწყობა. ამასთან დაკავშირებით უამრავი განცხადება არსებობს მათი ლიდერების, რომელიც შეგვიძლია ამოვიღოთ. შესაბამისად, მეორე ტურში მათ მიერ შემოთავაზებული თამაშის წესებით დავიწყეთ ჩვენ სარჩევნო კამპანიები და იმიტომ არიან გაბოროტებული, რომ მათ მიერ შემოთავაზებული თამაშის წესებით წააგეს ეს არჩევნები და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ უთხრა არა ძალადობას, უთხრა არა სიძულვილის ენით საუბარს, უთხრა არა ბოროტებას და უთხრა არა „ნაციონალურ მოძრაობას“, განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.