ბაჩუკი ქარდავა: „ეს ინაუგურაცია გაბანძდა და არის გაბახებული ინაუგურაცია... კრიმინალმა გახარიამ მისცა უკანონო ბრძანება პოლიციელებს კახეთში და აიძულა ისინი, ჩაედინათ სისხლის სამართლის დანაშაული“
19-12-2018, 08:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„როდესაც 28 ნოემბერს მოპარა ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილმა არჩევანი და ძალით დანიშნა სალომე ზურაბიშვილი, ალბათ, ლოგიკური იყო, რომ ეს ინაუგურაცია გაბანძდა და არის გაბახებული ინაუგურაცია“, განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარემ, ბაჩუკი ქარდავამ „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას.

 


მისი თქმით, „კრიმინალმა გიორგი გახარიამ მისცა უკანონო ბრძანება“ პოლიციელებს კახეთში და „აიძულა ისინი, ჩაედინათ სისხლის სამართლის დანაშაული“.

 


„დამფრთხალი ხელისუფლების ნაბიჯმა, რაც გააკეთა პიკეტების სახით, ამან გამოიწვია, რა შედეგი მიიღო? გააბახა ინაუგურაცია და ეს კანონზომიერებაა. როდესაც 28 ნოემბერს მოპარა ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილმა არჩევანი და ძალით დანიშნა სალომე ზურაბიშვილი, ალბათ, ლოგიკური იყო, რომ ეს ინაუგურაცია, მაპატიეთ ამ სიტყვებისთვის, გაბანძდა და არის გაბახებული ინაუგურაცია იმიტომ, რომ ამის პარალელურად მიმდინარეობდა უმწვავესი სამოქალაქო პროტესტი, უმწვავესი სამოქალაქო პროტესტი, სადაც ერთ მხარეს იყო საზოგადოება და მეორე მხარეს იყო კანონდამრღვევი, ასე ვთქვათ, ე.წ. პოლიციის ფორმაში გამოწყობილი ადამიანები, რომლებსაც კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ გასულმა, კრიმინალმა გიორგი გახარიამ მისცა უკანონო ბრძანება და ისინი აიძულა ჩაედინათ სისხლის სამართლის დანაშაული. რაში მდგომარეობდა ეს დანაშაული? ჩვენი კონსტიტუციური უფლება, მივსულიყავით, დაგვეფიქსირებინა, რომ არჩევნები არის გაყალბებული... პროტესტი გამოგვეხატა და მშვიდობიანად დავშლილიყავით, ამის საშუალება არ მოგვცა და ჩახერგა გზები. ეს იყო კანონდარღვევა და ჩვენ სრული უფლება გვქონდა, მოქალაქეებს, ეს პიკეტები, რომელიც უკანონოდ იყო აღმართული და სხვათაშორის როცა არის საუბარი საიდენტიფიკაციო ნიშნებზე, რომელიც იყო იგივე იმ ავტობუსზე, რომელსაც ბრალად უყენებენ კირკიტაძეს და ან კიდევ, მე მაქვს ფოტოები გადაღებული, ეს გზები გადახერგილი გარკვეულ ნაწილებში იყო ტრაილერებით და სატვირთო ავტომანქანებით. მას არანაირი ნიშნები არ ჰქონდა პოლიციის. მერე მატარებელი მოაყენეს, რომ თუ გაუჭირდებოდათ ვთქვათ, რომ მატარებლით ჩაეხერგათ. ეს სამარცხვინო იყო. ეს იყო უდიდესი კანონდარღვევა“, განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი