რამდენიმე კაცი, ბატონი მელია მაგალითად და კირკიტაძე ალბათ იმასაც იზამდა, რომ ერეკლეს სასახლის გალავანზე ინაუგურაციის მიმდინარეობისას კიბეებს მიაყუდებდა, რომ იქ თავები ამოეყოთ, მაგრამ გრიგოლ ვაშაძეს ვერ დავაბრალებ, რომ ის კიბით აპირებდა თავის ამოყოფას გალავნის იქით, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ნუკრი ქანთარიამ გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას.
„ნაციონალურ მოძრაობას“ „პირველი, ალბათ, ის გაუხარდებოდა, რომ გაემარჯვა ვაშაძეს, რომელიც იყო მართლაც კა-გე-ბე-ს პირდაპირი შთამომავალი და წარმომავალი, ეს იქნებოდა სიხარული. მეორე სიხარული იქნებოდა, ალბათ, ის, რომ ინაუგურაცია ჩაგეშალათ, ჩაეშალათ ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამავდროულად, რასაკვირველია, თქვენი ტელევიზიის ხელმძღვანელს. შემდეგ, ალბათ, იქნებოდა, სასურველი, რომ, თუ ვერ ჩაშლიდით, სკანდირების და რაღაცა გარკვეული ლანძღვის ფონზე ჩრდილი მიგეყენებინათ ამ ინაუგურაციისთვის და ბოლო ვარიანტი იყო, რომ ველისციხესთან ყოფილიყო 26 მაისის მსგავსი მაინც. არაფერი ამდაგვარი ვერ მოხდა და ახლა არის სწორედ ამ ყველაფრის გამოძახილი.
„ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ინაუგურაცია და ბუნებრივია, იქ არის უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამოყენებული, როცა ამდენი სტუმარი ჩამოდის და მით უმეტეს, როცა არის ცნობილი, რომ კოლონა მანქანების მიდის სწორედ იმისათვის, რომ თუ ვერ ჩაშლიან და ახლა არ ვგულისხმობ, რომ კიბეები უნდა მიეყუდებინათ იქ და თავები ამოეყოთ, თუმცა რამდენიმე კაცი ალბათ მაგასაც იზამდა, ბატონი მელია მაგალითად და იგივე კირკიტაძე, რომელმაც დაამტკიცა, რომ მარდი ახალგაზრდაა და კარგად ძვრება დავუშვათ, ავტობუსებზე, მაგრამ გრიგოლ ვაშაძეს ამას ახლა ვერ დავაბრალებ, რომ ის კიბით აპირებდა თავის ამოყოფას გალავნის იქით. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩრდილი უნდა მიგეყენებინათ და ამიტომ ბუნებრივია, რომ პოლიციამ - მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი გახარიას, ასევე ყველა პოლიციელს, მათ რომლებიც დაზარალდნენ, ასევე ძალიან დიდი მადლობა და თანადგომა გამოვუცხადო - მათ, ძალიან დიდი თმენის და სიმტკიცის ხარჯზე შეძლეს რომ მსგავსი სურათი არ ყოფილიყო“, განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.