კახა კალაძე მოუწოდებს სამინისტროებს და უწყებებს, რომ „არც ერთი ტყუილი არ გაუტარონ „რუსთავი 2-ს“
19-12-2018, 11:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მოვუწოდებ სამინისტროებს და სხვადასხვა უწყებებს, რომ არც ერთი ტყუილი არ გაუტარონ „რუსთავი 2“-ს. სიცრუეს და დეზინფორმაციას აუცილებლად სჭირდება რეაგირება და აუცილებლად სჭირდება პასუხი“, განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, რომელმაც თბილისის მთავრობის წევრებს „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მიერ „რუსთავი 2“ -ის ჟურნალისტების მხრიდან მის მიმართ განზრახ დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელების დაგმობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 

 

 

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების, თამარ ბაღაშვილისა და დიანა ჯოჯუას წინააღმდეგ ქარტიას დავით მახარაშვილმა მიმართა. ის მიიჩნევდა, რომ 2018 წლის 16 ნოემბერს საინფორმაციო გადაცემა „კურიერში“ კახა კალაძის ბრიფინგიდან ინფორმაცია არასწორად გაავრცელეს. 16 ნოემბერს წინასაარჩევნო პერიოდი იყო, საარჩევნო კამპანიის რეჟიმში ვიყავით და მე კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით გავაკეთე ბრიფინგი და განცხადება... ე.ი. ინფორმაცია არასწორად იყო გავრცელებული „რუსთავი 2“-ის ამ ჟურნალისტების მხრიდან. კერძოდ, ისე წარმოაჩინეს, რომ თბილისის მერი ქართველ სამხედროებს 2008 წლის ომში თანამებრძოლების ცხედრების მიტოვებაში ადანაშაულებდა. განმცხადებლის თქმით, მსგავსი რამ კახა კალძეს არ უთქვამს. ამის დასტურად კი ბრიფინგის სრული ვერსია აქვს წარმოდგენილი. „ქარტიის საბჭომ“ მსჯელობის შედეგად დაადგინა, როგორც სიზუსტის დარღვევა, ისე ფაქტის განზრახ დამახინჯება. აი, ეს არის ის, რაზეც მე ყოველ მთავრობის სხდომაზე მიწევს საუბარი. ეს არის პასუხი იმ სიცრუის, რასაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვისმენთ მიზანმიმართულად. ხდება კონკრეტული ფაქტების დამახინჯება, არასწორი ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის, თუმცა ჩვენ არანაირ სიცრუეს არ ვაპატიებთ და არ გავუტარებთ... ამავდროულად, მინდა მოვუწოდო ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, ეს იქნება სამინისტროები, სხვადასხვა უწყებები, რომ არც ერთი ტყუილი არ გაუტარონ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს“, განაცხადა კახა კალაძემ.  

 

 

კომენტარები: 4
#4   ირინა სალდაძე
      
სირცხვილი არის ის ბატონო პლატონ ,რომ მთავრობა ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს , ეს საინფორმაციო საშუალებაა და გინდა უყურე და გინდა არა . სირცხვილი ის არის რომ , სანამ მოვიდოდნენ შენებას დაპირდნენ საქართველოს და ქართველ ხალხს !!!!! დაპირებებით მოიტყუეს და დამთავრდა .2012 წლის შემდეგ დენი ,გაზი, წყალი გაძვირდა , პენსია ვერ თუ არ მოუმატეს დოლარი გაძვირდა ,ხალხი საზღვარგარეთ გაიქცა(2012წლიდან 700000 ადამიანი) წამლები გაძვირდა ,სამუშაო ადგილები არაა . საქმე უკეთესად გააკეთონ ვიდრე ნაციონალები აკეთებდნენ და ისე გაქრება ნაცები, თოვლი დნობას ვერ მოასწრებს , ხალხის უმეტესობა უკმაყოფილოა ამ მთავრობის !!!! ეს არჩევნებიც ბლეფი იყო !!!! თვალებს ნუ გვიხვევთ!!!!
20 დეკემბერი 2018 02:18
#3   ლუზი
      
რუსთავი 2 გადაუმოწმებლად და რეაგირების გარეშე არაფერს დებს, ფეშენებელური სახლები რომ აიშენეთ ქოცებო, რა ტყუილი იყო? თუ რამე ტყუილია , რატომ არ გადაამოწმებთ და რატომ არ აგებინებთ პასუხს, მაგრამ არა გაქვთ ტრაკი და იმიტომაც ხართ გაჩუმებული!
19 დეკემბერი 2018 13:57
#2   მარი უკლება
      
მესმის, რომ დეზინფორმაციის და სიცრუის გავრცელებას ემსახურება გარკვეული ტელევიზია, მაგრამ როდესაც მოუწოდებთ სამინისტროებს და სხვადასხვა უწყებებს, რომ არც ერთი ტყუილი არ გაუტარონ „რუსთავი 2“-ს. სიცრუეს და დეზინფორმაციას აუცილებლად სჭირდება რეაგირება და აუცილებლად სჭირდება პასუხიო“,თქვენგან ეს გასაგებია, იმიტომ, რომ მართლა აკეთებთ საქმეს და ეს ნათლად სჩანს. მაინტერესებს ისეთმა სამსახურებმა,სადაც მათი საქმიანობა საერთოდ არ ვიცით, რას აკეთებენ და აკეთებენ თუ არა ესეც საკითხავია, მათ რა პასუხი უნდა გასცენ, და რა არგუმენტებით უნდა დაგვაჯერონ თავიანთ სიმართლეში? ხალხზე იფიქრეთ, საქმე აკეთეთ და თქვენმა საქმემან გამოგაჩინოთო ხომ გაგიგიათ? ხალხი ბრძენია ყველაფერს ხედავს გაკეთებულსაც, გასაკეთებელსაც და გაუკეთებელსაც.
19 დეკემბერი 2018 02:26
#1  პლატონ ფანცულაია
      
სირცხვილია ,,რუსთავი 2"-ი რომ არსებობს, საქართველოსი, სირცხვილია ქართველი ხალხის, სირცხვილია, რომ ეთერს უთმობთ ვაშაძეებს, და ნაცხროვას,დავიღალეთ, არავითარი კოჰაბიტაცია, ყველანი სანაგვეზე.......
19 დეკემბერი 2018 01:51
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი