„ბრძოლა გრძელდება ბოლომდე, კრიმინალების დამარცხებამდე... ხვალ და ზეგ თავს თუ ვინმე დაგვესხმება ჩვენ ან ხალათში და წარმოადგენს თავს და გაგვეცნობა როგორც ექიმი და თავში ჩარტყმას დააპირებს, წინააღმდეგობას გავუწევთ იმიტომ, რომ ის იქნება თავდამსხმელი. იგივე მოხდება პოლიციელის შემთხვევაში, რომელიც უკანონოდ შეგვიზღუდავს გადაადგილების საშუალებას“, განაცხადა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, დეპუტატმა ნიკა მელიამ.
„ბათუმი მახსენდება, კორცხელი მახსენდება, ძალიან ბევრი ფაქტი მახსენდება, სადაც თავდამსხმელები იყვნენ ზონდერები და ასევე საჯარო მოხელეები ხელისუფლების კალთას ამოფარებული და ამას ვინც სჩადიოდა და ნული რეაგირება, გასაგებია. მარტივად ვთქვათ, ხელისუფლებას აქვს ერთადერთი გზავნილი, ცდილობს თავი იმართლოს, რამენაირად გამოძვრეს ამ უმძიმესი მდგომარეობიდან და ამბობს, რომ თითქოს დავით კირკიტაძე თავს დაესხა პოლიციელებს ხალხო. აი, აქ არის მთავარი დეტალი. ჩვენ გზა არ გადაგვიღობა პოლიციამ. ჩვენ გზა გადაგვიღობეს დამნაშავეებმა. რამდენიმე ათეული ადამიანი იქ, უბრალოდ ფორმებში გამოწყობილი, პოლიციის ფორმებში გამოწყობილი, მოქმედებდნენ, როგორც დამნაშავეები, მძიმე დანმაშავეები...
კოლონის თავში დაგვახვედრეს პოლიციელები, რეალურად ისინი იყვნენ სპეცნაზელები, იყვნენ სპეცნაზელები, უბრალოდ პატრულის ფორმებში გადაცმულები და კოლონის უკან, მერე რომ გავცდით, ზონდერები მუშაობდნენ - თავში ეს დამნაშავე პოლიციელები 30-ამდე და ბოლოში ზონდერები. ამიტომ მაპატიეთ ახლა ყველამ, ვისაც მიაჩნია, რომ ეს იყო თავდასხმა კირკიტაძის მხრიდან პოლიციის თანამშრომლებზე. ეს არის ტყუილი და ხვალ და ზეგ თავს თუ ვინმე დაგვესხმება ჩვენ ან ხალათში და წარმოადგენს თავს და გაგვეცნობა როგორც ექიმი და თავში ჩარტყმას დააპირებს, წინააღმდეგობას გავუწევთ იმიტომ, რომ ის იქნება თავდამსხმელი. იგივე მოხდება პოლიციელის შემთხვევაში, რომელიც უკანონოდ შეგვიზღუდავს გადაადგილების საშუალებას და ამაში აქტიურ მონაწილეობას იღებს მინისტრი, ვითომ მინისტრი გახარია, კუპატაძე და საბანაძე, რომლებიც რეალურად გაიქცნენ იქიდან, გაიქცნენ იმიტომ, რომ მიხვდნენ, რომ სხვაგან მოხვდნენ საერთოდ. რომ შევაჯამოთ, რას გვეუბნება ეს კრიმინალური მმართველობა... გვეუბნებიან, რომ თუ დაგჭრი და ჩემიანი არა ხარ, თავდამსხმელს არ დავსჯი - ვიხილეთ ახალქალაქი, ვიხილეთ ონი. თუ არ ხარ ჩემიანი ხომ, ზონდერებს მოგისევ, კორცხელი იხილეთ და თუ გაილახები, გაილახები, თუ მოერევი, გასაგებია, არ დავსჯი თავდამსხმელებს... ბაკურიანი...
„აგერ ვიხილეთ მაგალითად, აწამა ადამიანი, არაადამიანურად მოეპყრო ხომ, მარნეულის „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარე იყო მარნეულში, ამავე დროს მარნეულის მერი. შარდი წაასმევინა სახეზე, დაალევინა შარდი ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს და მერე საკუთარ ფეისბუქგვერდზე აატვირთვინა და იმ დღეს, როდესაც კირკიტაძე, ჩვენ, ვებრძოდით კრიმინალებს, რომლებიც ფორმაში იყვნენ გამოწყობილი, აი, ამ დროს ბიძინა ივანიშვილმა ის ადამიანი - ვინც აატვირთვინა ეს ვიდეო, დამამცირებელი, არაჰუმანური - გამოუშვა საპატიმროდან და მიიღო „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში. ამიტომ ბრძოლა გრძელდება ბოლომდე, კრიმინალების დამარცხებამდე. მე არ მიმაჩნია, რომ ჩვენ პოლიტიკური პროცესის მონაწილენი ვართ, აღარა ვართ. პოლიტიკური პროცესი ტერმინირებულია“, განაცხადა ნიკა მელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.