სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ არის მცდელობა პოსტიდან გადააყენონ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია
19-12-2018, 12:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ირწმუნება, რომ ეკა ბესელიას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენების საკითხი განიხილება. აღნიშნულის შესახებ დეპუტატმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა.

 


„ქალბატონი ბესელია იმდენად ოდიოზურ ფიგურად ჩამოყალიბდა ქართულ პოლიტიკაში, რომ მის საკუთარ თანაგუნდელებს ეუხერხულებათ, რომ ის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეა და ფაქტობრივად, ვიცით, რომ მიმდინარეობს მცდელობა, რომ ის ამ პოსტიდან გადააყენონ იმიტომ, რომ ეკა ბესელია არის დღეს ქვეყანაში კორუფციის, არაკომპეტენტურობის, უვიცობის, თავხედობის და ყაჩაღობის ექვივალენტი. ასეთი რეპუტაცია აქვს მას. რა თქმა უნდა, ზოგიერთი კანონი მან უკეთესად იცის, ვიდრე მე. მაგალითად, საკუთარ დედას რომ გვარი უნდა გამოუცვალო, რომ ნაყაჩაღარი ქონება გადამალო. ეს მან კარგად მოიფიქრა. ვფიქრობ, რომ ეკა ბესელია არის სირცხვილი ქართული პარლამენტარიზმის, სირცხვილი არის ქართველი ხალხის, რომ ის საქართველოს პარლამენტის წევრია და მე არანაირი სურვილი არ მაქვს კომიტეტში გავაგრძელო მუშაობა, რომელსაც ის ხელმძღვანელობს“, განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი