Le monde: ნიკოლა სარკოზი საქართველოში ვიზიტამდე, საფრანგეთის პრეზიდენტს ელისეის სასახლეში ესტუმრა, სადაც ემანუელ მაკრონმა მას სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე მისი სახელით დასწრება დაავალა
19-12-2018, 13:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა, რომ ნიკოლა სარკოზი საქართველოში საფრანგეთის სახელმწიფო თვითმფრინავით ჩამოფრინდა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ იყო დელეგირებული.

 


„საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის ქართული მხრიდან მე დავხვდი. ამიტომ შემიძლია დანამდვილებით დაგიდასტუროთ, რომ სარკოზი საქართველოში კერძო ვიზიტით და კონკრეტული ადამიანის მოწვევით არ იყო. ის საქართველოში საფრანგეთის სახელმწიფო თვითმფრინავით ჩამოფრინდა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ იყო დელეგირებული, რომ ინაუგურაციის დროს საქართველოში საფრანგეთი წარმოედგინა“, განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

 


ამასთან, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით, გამოცემა Le monde წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ნიკოლა სარკოზი ემანუელ მაკრონს ოფიციალურად წარმოადგენდა.

 


ფრანგული გაზეთის ვებგვერდზე განმარტებულია, რომ საქართველოში ვიზიტამდე, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, მოქმედ ლიდერს ელისეის სასახლეში ესტუმრა, სადაც ემანუელ მაკრონმა მის წინამორბედს საქართველოს ახალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე მისი სახელით დასწრება დაავალა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი