„კირკიტაძე დაკავებული უნდა იყოს და ფარცხალაძე თავისუფლებაზე?“ - იკითხა გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გურჯაანში, სადაც ვაშაძე და მისი თანამებრძოლები „ნაციონალური მოძრაობის“ დაკავებული წევრის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესის გამართვას ელოდებიან.
„თუ ხარ ე.წ. ქართული ოცნების წევრი, გაქვს იმუნიტეტი, არც დაგაკავებენ, არც ბრალს წაგიყენებენ, მით უმეტეს სასამართლოში არ მიგიყვანენ და თუ ხარ ოპოზიციის წარმომადგენელი, ერთ წამში ხდება ეს ყველაფერი...
ყველა სასამართლო ინსტანციას გავივლით. თუ საჭიროა სტრასბურგამდე მივალთ, იმიტომ რომ, ადამიანს შეუზღუდეს ყველა კონსტიტუციური უფლება, რომელიც მას აქვს მინიჭებული ჩვენი ქვეყნის მთავარი კანონით. გადაადგილების უფლება შეუზღუდეს; სიტყვის თავისუფლება შეუზღუდეს; აზრის გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდეს; შეკრების თავისუფლება შეუზღუდეს; და კაცო, კირკიტაძე დაკავებული უნდა იყოს და ფარცხალაძე თავისუფლებაზე? გამაგებინეთ, სად ვცხოვრობთ“, განუცხადა ჟურნალისტებს გრიგოლ ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.