ზაალ უდუმაშვილი: საბრალდებო სკამზე არა დავით კირკიტაძე, არამედ პროვოკაციის მთავარი ორგანიზატორი - გიორგი გახარია უნდა იჯდეს
19-12-2018, 15:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დღეს თუ ვინმე უნდა იჯდეს საბრალდებო სკამზე, ეს დავით კირკიტაძე კი არ უნდა იყოს, არამედ პროვოკაციის მთავარი ორგანიზატორი გიორგი გახარია", ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი კირკიტაძისთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენას.

 

 

„გახარიამ დაგეგმა პროვოკაცია აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისთვის და ჩახერგა ველისციხეში გზა. ის არის ამ დღის მთავარი ორგანიზატორი და მთავარი პროვოკატორი. იმ სასამართლოს მიმართ, რომელიც დღეს არის ქცეული პირად ნოტარიუსად ივანიშვილის, ჩვენ პოზიტიური განწყობები და იმედი არ გვაქვს, თუმცა, ამ შემთხვევაში, ჩვენ უფრო იმედი გვაქვს მოსამართლის პირად გადაწყვეტილებაზე, რამდენად ვაჟკაცი იქნება მოსამართლე და რამდენად შეძლებს, მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება", განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

 

 

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ წარმომადგენელს, დავით კირკიტაძეს, რომელიც პოლიციამ კახეთის ინციდენტის გამო დააკავა, ბრალი ოფიციალურად დღეს წარუდგინეს.

 

 

პროკურატურა, მას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის დარღვევას, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლას ედავება.

 

 

კირკიტაძე ბრალს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად უკვე დღეიდან, მშრალ შიმშილობას იწყებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი