გიორგი ქობულია: საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის საელჩოების მუშაობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება
19-12-2018, 16:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მონაწილეობა მიიღო და მოხსენება გააკეთა საქართველოს ელჩების კონფერენციაზე, რომელიც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირების მონაწილეობით საქართველოს პარლამენტის შენობაში მიმდინარეობს.

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მონაწილეობა მიიღო პანელში, რომლის დროსაც განხილული იყო მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა, მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები და სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებები.

 

 

პანელის დასრულების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმატებულ და ეფექტიან საქმიანობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

 

 

„ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უცხოური ვალუტის მოზიდვა ქვეყანაში, რაც სამი გზით ხდება - გვჭირდება მეტი ტურისტი, რომლებიც ჩამოვლენ და დახარჯავენ ვალუტას; გვჭირდება მეტი უცხოური ინვესტიცია და ქართული ბიზნესებისთვის მეტი საექსპორტო ბაზრების გახსნა. სამივე მიმართულებით ჩვენი ელჩები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ ჩვენი საელჩოების ეფექტურ მუშაობაზე,” განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

 

გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოს ზოგიერთ საელჩოში შეიქმნება ეკონომიკური დესპანის ახალი პოზიცია, რომელსაც ექნება მაღალი ლეგიტიმაცია და უკეთ იქნება ინტეგრირებული ჩვენს საელჩოებთან.

 

 

„ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და არ გვაქვს ისეთი დიდი რესურსი, როგორიც ზოგიერთ სხვა ქვეყანას, რომ პარალელურად თან საელჩოები გვქონდეს, თანაც შევინახოთ ატაშეების დიდი ინსტიტუტი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უფრო ეფექტური იქნებოდა, მისი ინტეგრირება საელჩოს სტრუქტურაში. ზოგიერთ შემთხვევაში, ეკონომიკურ დესპანად საელჩოში დასაქმებული პერსონალი დაინიშნება, ზოგ შემთხვევაში კი - ახალი კადრი,” განაცხადა გიორგი ქობულიამ.

 

 

მისი თქმით, კომერციული დესპანები საგარეო საქმეთა სამინისტროს დაექვემდებარებიან, თუმცა ისინი მჭიდროდ ითანამშრომლებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან. საქართველოს ელჩების კონფერენცია 21 დეკემბერს დაესრულდება.

 

 

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი