ეკატერინე მიქაბაძე: თავისუფალი ვაჭრობის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები ქართული პროდუქციის ექსპორტს ხელს უწყობს
19-12-2018, 16:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2018 წლის ნოემბერში, წინა წელთან შედარებით ექსპორტი 19.6 პროცენტით გაიზარდა და 283.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომი ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით.

 

 

„თავისუფალი ვაჭრობის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას განაპირობებს. საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით ხელს უწყობს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებისგან მიღებული უპირატესობების გამოყენებას,“ განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ.

 

 

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, 2016 წლის სექტემბრის შემდეგ საქართველოდან საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა ფიქსირდება. შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ექსპორტი 29.5%-ით გაიზარდა და 2 735.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

 

 

2018 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 24.0 პროცენტით გაიზარდა და 3 033.5 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო იმპორტი 16.8 პროცენტით აღემატება წინა წლის იანვარ-ნოემბრის მაჩვენებელს და 8 291.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 18.6 პროცენტით გაიზარდა და 11 324.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

 

 

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-ნოემბერში 5 257.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.4 პროცენტი შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.

 

 

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი