თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, გლდანში კორპუსის ნაწილის აფეთქების დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა, რვა კი - დაშავდა. ამის შესახებ ნარმანიამ შემთხვევის ადგილზე განაცხადა. ნარმანიას თქმითვე, ნანგრევებში კიდევ ორ ადამიანს ეძებენ.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი.
,,მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. პირველივე წუთებიდან სამაშველო სამსახური ადგილზეა მობილიზებული. გამოვიძახეთ კონსტრუქტორები და დამატებითი ტექნიკა. კონსტრუქტორებმა უნდა შეაფასონ ამ სადარბაზოების მდგრადობასთან დაკავშირებული საკითხი, რათა შესაბამისი ოპერაციის განხორციელების პროცესში კიდევ არ მივიღოთ მსხვერპლი. ორი ადამიანი, ჩვენი ინფორმაციით, ჯერ კიდევ იძებნება. რამდენიმე ადამიანი დაშავებულია და გადაყვანილები არიან საავადმყოფოებში, სადაც უტარდებათ მკურნალობა. ჯანდაცვის მინისტრი უშუალო მეთვალყურეობას უწევს მათ. მომხდარის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება'' - განაცხადა დავით ნარმანიამ.
გლდანის მე-6 მიკრორაიონში, აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დღეს ჩამოინგრა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა ბუნებრივი აირის დახურულ სივრცეში დაგროვებამ გამოიწვია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ცხრასართულიან კორპუსს ჰქონდა 3-სართულიანი მიშენება და აფეთქების შედეგად სწორედ ეს ნაწილი ჩამოიშალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.